როჯერ დეივიდ გლოვერი (ინგლ. Roger David Glover, დ. 1945 წლის 30 ნოემბერს ქალაქი ბრეკონში) — უელსელი ბას-გიტარისტი და ხმის ჩაწერის პროდიუსერი. სახელი გაითქვა მძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ში დაკვრისას.

როჯერ გლოვერი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი როჯერ დეივიდ გლოვერი
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1945 (1945-11-30) (78 წლის)
დაბ. ადგილი Brecon
წარმოშობა ბრეკონი, უელსი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი, პოპ-როკი, ბლუზ-როკი, პროგრესული როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანები, ჰარმონიკა, საქსოფონი, პერკუსია
აქტიური 1960 - დღემდე
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Rickenbacker 4001
Vigier
საიტი ოფიციალური საიტი
როჯერ გლოვერი ვიკისაწყობში

ადრეული კარიერა რედაქტირება

ათი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა. მაგ დროისთვის გლოვერი როკით დაინტერესდა და ცამეტი წლის ასაკში გიტარაზე დაკვრა დაიწყო. სკოლაში სწავლის პერიოდში, როგერმა მეგობრებთან ერთად ჯგუფი Madisons ჩამოაყალიბა, რომელიც შემდეგ მეტოქე გუნდს შეუერთდა, ასე შეიქმნა ჯგუფი Epsiode Six. ამ ჯგუფში მღეროდა იენ გილან. გილანი და გლოვერი 1969 წელს Deep Purple-ში გადავიდნენ.

Deep Purple-თან ერთად და სოლო კარიერა რედაქტირება

Deep Purple-ში ოთხი წლის მოღვაწეობის შემდეგ, რომელ პერიოდშიც ჯგუფმა ორი წარმატებული ალბომი - Deep Purple in Rock და Machine Head ჩაწერა, გლოვერმა დატოვა ჯგუფი და ხმისჩაწერის პროდიუსერი გარდა. ის მუშაობდა ჯგუფებთან: Judas Priest, ნაზარეთი და ელფი. ასევე ჩაწერა ორი სოლო ალბომი: Butterfly Ball (1974 წელს) და Elements (1978). შემდეგ შეუერთდა ყოფილი Deep Purple-ელი - რიჩი ბლეკმორის რეინბოუს, სადაც ჯგუფთან ერთად ხუთი ალბომი ჩაწერა. მოგვიანებით ისევ სოლო კარიერას დაუბრუნდა და თავისი მესამე ალბომო - Mask (1984 წელი) ჩაწერა. ამ წელს Deep Purple ხელახლა შეიკრიბა და გლოვერი თავის ძველ ჯგუფს დაუბრუნდა, სადაც დღემდე უკრავს.

დისკოგრაფია რედაქტირება

სოლო კარიერა რედაქტირება

Deep Purple-თან ერთად რედაქტირება

რეინბოუსთან ერთად რედაქტირება

გილანი & გლოვერი რედაქტირება

როგორც მოწვეული მუსიკოსი რედაქტირება

  • Episode Six – The Complete Episode Six
  • Episode Six – Cornflakes and Crazyfoam
  • დენ მაკ-კაფერტი – Dan McCafferty
  • Mountain 1975
  • ჯონ ლორდი – Gemini Suite
  • იენ გილანი – Cherkazoo and Other Stories
  • იენ გილანი – Naked Thunder
  • Gov't Mule - The Deep End
  • Gov't Mule - The Deepest End

როგორც პროდიუსერი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება