როზალია არტეაგა სერანო (დ. 5 დეკემბერი, 1956, კუენკა, ეკვადორი) — ეკვადორელი პოლიტიკოსი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი (1996-1998) და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ორი დღით (1997).

როსალია არტეაგა სერანო
როსალია არტეაგა სერანო
ეკვადორის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 თებერვალი, 1997 – 11 თებერვალი, 1997
წინამორბედიაბდალა ბუკარამი
მემკვიდრეფაბიან ალარკონი

ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აგვისტო, 1996 – 1998
წინამორბედიედუარდო პინილიო
მემკვიდრეპედრო კუბილიო

დაბადებული5 დეკემბერი, 1956
კუენკა ეკვადორი
ეროვნებაეკვადორელი

კარიერა რედაქტირება

1996 წლის ზაფხულში ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ეკვადორის როლდოსისტთა პარტიის (რომელმაც სახელი მიიღო 1981 წლის 24 მაისს ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტის ხაიმე როლდოს აგილერას პატივსაცემად) კანდიდატმა აბდალა ბუკარამმა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 10 აგვისტოს გაიმართა და აბდალა ბუკარამი შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას. სულ მალე ეკვადორის მოსახლეობა გაოცებული აღმოჩნდა პრეზიდენტის უცნაური საქციელით: იგი თანამდებობისათვის შეუფერებლად იქცეოდა, ხალხის წინაშე მასხრობდა და ლაზღანდარობდა, იმ დროს როცა მისი ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. საჯაროდ სახალხო გამოსვლების დროს ამბობდა რომ „ლოკო“ (ესპანურად „გიჟი“) ვარო. სანამ მოსახლეობა საპროტესტო აქციებს დაიწყებდა ეკვადორის პარლამენტმა 44 ხმით 34-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

1997 წლის 9 თებერვალს აბდალა ბუკარამმა დატოვა თანამდებობა. უმაღლესმა სასამართლომ მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე პრეზიდენტად გამოაცხადა ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი როსალია არტეაგა სერანო. როსალია არტეაგას პრეზიდენტის პოსტი 11 თებერვლამდე ეკავა. 11 თებერვალს ფაბიან ალარკონი იკავებს პრეზიდენტის პოსტს, ხოლო ქალბატონი როსალია არტეაგა კვლავ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს უბრუნდება.

1998 წლის მარტში გადადგა თანამდებობიდან, რათა მონაწილეობა მიეღო ზაფხულში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ეს არჩევნები მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა მან ხმების მხოლოდ 3 % აიღო. ქალბატონი როსალია დღესდღეობით არის ამაზონის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი (ეს ორგანიზაცია აერთიანებს ბოლივიას, ბრაზილიას, კოლუმბიას, ეკვადორს, გაიანას, პერუს, სურინამსა და ვენესუელას. ამ ორგანიზაციის მუდმივი სამდივნო 2002 წლიდან განთავსებულია ბრაზილიის დედაქალაქში).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


წინამორბედი:
ედუარდო პინილიო
ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტი

19961998
შემდეგი:
პედრო კუბილიო
წინამორბედი:
აბდალა ბუკარამი
ეკვადორის პრეზიდენტი

1997
შემდეგი:
ფაბიან ალარკონი