რომის დიდი ხანძარი

რომის დიდი ხანძარი ისტორიკოს ტაციტუსის თანახმად, დაიწყო 64 წლის 18 ივლისის ღამეს და გაგრძელდა 19-ში ცირკუს მაქსიმუსის გარშემო შეჯგუფებულ მაღაზიებში.[1] ვინაიდან იმ პერიოდში რომაელთა უმრავლესობა ხის სახლებში ცხოვრობდა, ხანძარი სწრაფად მოედო მეზობელ უბნებს. სვეტონიუსის მტკიცებით, ხანძარი ექვსი დღე და შვიდი ღამე მძვინვარებდა და მან თოთხმეტი უბნიდან ოთხი სრულიად გაანადგურა, შვიდი კი ძლიერ დააზიანა. ასევე განადგურდა ნერონის სასახლე, იუპიტერის ტაძარი და ვესტას ტაძრის სამსხვერპლო.

ნერონის ჩირაღდნები, ავტ. გენრიხ სემირადსკი. ტაციტუსის მიხედვით ნერონი ცეცხლის გაჩენაში ქრისტიანებს ადანაშაულებდა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. National Geographic Society, Washington, DC, <https://www.nationalgeographic.org/thisday/jul19/great-fire-rome/>