რომან კაჩანოვი (რუს. Рома́н А́белевич Кача́нов) (დ. 25 თებერვალი, 1921, სმოლენსკი, რსფსრ — გ. 4 ივლისი, 1993, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა რეჟისორი-მულტიპლიკატორი, რუსული თოჯინური ანიმაციის ტრადიციების ერთ-ერთი დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და მრავალი ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვარი.

რომან კაჩანოვი
დაბადების სახელი რუვიმ აბელის ძე კაჩანოვი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1921
სმოლენსკი, რსფსრ
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 1993 (72 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
რეზიდენცია დროშა: სსრკ სსრკდროშა: რუსეთი რუსეთი
საქმიანობა რეჟისორი-მულტიპლიკატორი
სცენარისტი
დამდგმელი მხატვარი
აქტიური 1946—1989
ჯილდოები სსრკ სახელმწიფო პრემია (1982)
რსფსრ-ს სახალხო არტისტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

რომან კაჩანოვი დაიბადა 1921 წელს, სმოლენსკში. დედა, ხაია კაჩანოვა, გარდაიცვალა, როდესაც რომანი 11 წლის იყო. 1939 წლის გაზაფხულზე კაჩანოვი ჯარში გაიწვიეს. 1940 წელს სამხედრო თვითმფრინავმა, რომელშიც იგი იჯდა, კატასტროფა განიცადა. მეორე პილოტი დაიღუპა, ხოლო რომანი მძიმე ჭრილობით ჰოსპიტალში მოხვდა. 1941 წელს იგი ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში ჩაირიცხა. დიდი სამამულო ომის დასაწყისში კვლავ იქნა საბჭოთა არმიაში, საჰაერო-სადესანტო ჯარებში. 1941-1945 წლებში იგი საპარაშუტო-სადესანტო სამსახურის ინსტრუქტორის მოვალეობას ასრულებდა. ომის დასრულებისას მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება.

ჯერ კიდევ დემობილიზაციამდე, 1946 წელს რომანმა გადაწყვიტა კინოსფეროში ეცადა ბედი, ამიტომ ბოლშევოში, თავდაცვის სამინისტროს კინოსტუდიაში გადაყვანა ითხოვა.

შემოქმედება რედაქტირება

დემობილიზაციის შემდეგ რომანმა სტუდია სოიუზმულტფილმში, მხატვარ-მულტიპლიკატორთა კურსები გაიარა და იმავე, 1946 წელს, დაასრულა.

1947-1957 წლებში იგი მუშაობდა მხატვარ-მულტიპლიკატორად, რეჟისორის ასისტენტად და დამდგმელ მხატვრად უფროსი თაობის რეჟისორ-მულტიპლიკატორებთან, რომელთა შორის იყვნენ: ლევ ატამანოვი, ივანე ინანოვ-ვანო, დიმიტრი ბაბიჩენკო, ვლადიმირ პოლკოვნიკოვი და სხვები. ამ უკანასკნელს იგი თვლიდა თავის მასწავლებლად რეჟისურის სფეროში.

1958 წელს შედგა კაჩანოვის სარეჟისორო დებიუტი „მოხუცი და წერო“. 1959 წელს გადაიღო „შეყვარებული ღრუბელი“, რომელმაც რამდენიმე ფესტივალზე პრიზები მიიღო. მოგვიანებით კაჩანოვმა შეწყვიტა ასისტენტად მუშაობა და მთლიანად სარეჟისორო ნამუშევრებზე გადაერთო.

მისი ფილმები „ხელთათმანი“, „ნიანგი გენა“ და „მესამე პლანეტის საიდუმლო“ აღიარებული იქნა რუსული და მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად.

ხელთათმანი რედაქტირება

1967 წელს გადაღებული „ხელთათმანი“ არის რომან კაჩანოვის პირველი, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ნამუშევარი. ეს არის პირველი საბჭოთა თოჯინური ანიმაციური ფილმი, რომელიც უცხო ქვეყნებმა დიდი ინტერესით მიიღეს.

ნიანგ გენას, ჩებურაშკასა და შაპოკლიაკის ტრილოგია რედაქტირება

ამ ფილმებში პირველად შეიქმნა ლიტერატურული პერსონაჟების, ჩებურაშკას, ნიანგ გენასა და შაპოკლიაკის ანიმაციური ვერსიები, რომლებიც რუსული კულტურის ნაწილად იქცნენ.

მესამე პლანეტის საიდუმლო რედაქტირება

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მესამე პლანეტის საიდუმლომ, რომელიც კირ ბულიჩოვის რომანების მიხედვით არის გადაღებული, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკულტო სტატუსი შეიძინა.

გავლენა და მემკვიდრეობა რედაქტირება

რომან კაჩანოვის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია საბჭოთა და უცხოურ თოჯინურ ანიმაციაზე. მას საკუთარი შთაგონების წყაროდ და მასწავლებლად თვლიდნენ კიხაჩირო კავამოტო (იაპონია), მონიკა კრაუზე (გდრ), იური ნორშტეინი (სსრკ) და სხვები.

კაჩანოვის შვილი, ასევე რომანი — რეჟისორი და სცენარისტი. მოღვაწეობს მხატვრული ფილმების სფეროში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რეჟისორი რედაქტირება

სცენარის ავტორი რედაქტირება

დამდგმელი მხატვარი რედაქტირება

მულტიპლიკატორი რედაქტირება

კინოჟურნალის 'ფთილა’ სიუჟეტების რეჟისორი რედაქტირება

  • 1971 — გაბედული მამალი
  • 1971 — მოვიდნენ-წავიდნენ
  • 1972 — ამ გზით არ მივდივარ
  • 1974 — ტალანტები და თაყვანისმცემლები

სამხატვრო ხელმძღვანელი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება