როვიგოს პროვინცია

როვიგოს პროვინცია (იტალ. Provincia di Rovigo) — პროვინცია იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. დედაქალაქია როვიგო. ჩრდილოეთით ესაზღვრება ვერონის, პადუისა და ვენეციის პროვინციები, სამხრეთით — ფერარის პროვინცია, დასავლეთით — მანტუის პროვინცია, აღმოსავლეთით კი ადრიატიკის ზღვა.

პროვინცია
როვიგოს პროვინცია
Provincia di Rovigo
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი Rovigo
შიდა დაყოფა Adria, Ariano nel Polesine, Arquà Polesine, Badia Polesine, Bagnolo di Po, Bergantino, Bosaro, Calto, Canaro, Canda, Castelguglielmo, Castelmassa, Castelnovo Bariano, Ceneselli, Ceregnano, Corbola, Costa di Rovigo, Crespino, Ficarolo, Fiesso Umbertiano, Frassinelle Polesine, Fratta Polesine, Gaiba, Gavello, Giacciano con Baruchella, Guarda Veneta, Lendinara, Loreo, Lusia, Melara, Occhiobello, Papozze, Pettorazza Grimani, Pincara, Polesella, Pontecchio Polesine, Porto Tolle, Porto Viro, Rosolina, Rovigo, Salara, San Bellino, San Martino di Venezze, Stienta, Taglio di Po, Trecenta, Villadose, Villamarzana, Villanova Marchesana და Villanova del Ghebbo
კოორდინატები 45°04′00″ ჩ. გ. 11°47′00″ ა. გ. / 45.06667° ჩ. გ. 11.78333° ა. გ. / 45.06667; 11.78333
ფართობი 1 789 კმ²
მოსახლეობა 244 625 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 140 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0425, 0426
საფოსტო ინდექსი 45100 და 45010–45039
საავტომობილო კოდი RO
ოფიციალური საიტი http://www.provincia.rovigo.it/

პროვინციის ფართობი 1 789 კმ²-ია, მოსახლეობა — 244 625 ადამიანი (2005). ტერიტორია ვაკიანია, მდებარეობს ზღვის დონიდან 2-15 მეტრზე.

როვიგოს პროვინციისათვის დამახასიათებელია ემიგრაცია, ახალგაზრდები ვენეტოსა და დანარჩენი იტალიის უფრო განვითარებული რეგიონებისკენ მიეშურებიან. ეს ყოველივე კი მოსახლეობის კლებას განაპირობებს.

კომუნები რედაქტირება

პროვინცია 50 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ (2005):

 
მდინარე პო პროვინციის ტერიტორიაზე შესვლისას, მალერის სიახლოვეს
კომუნა მოსახლეობა
როვიგო 50 922
ადრია 20 593
პორტო-ვირო 14 484
ლენდინარა 12 198
ბადია-პოლეზინე 10 741
ოკიობელო 10 621
პორტო-ტოლე 10 377
ტალიო-დი-პო 8 389
როზოლინა 6 304
ვილადოზე 5 285

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება