როდრიგო დე ხერესიქრისტეფორე კოლუმბის კარაველა „სანტა-მარიას“ ეკიპაჟის ესპანელი წევრი. კოლუმბის ეკიპაჟს გაჰყვა ამერიკაში პირველი მოგზაურობის დროს 1492 წელს. იგი ითვლება პირველ ევროპელ სიგარეტის მწეველად.

როდრიგო დე ხერესი

1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი ბაჰამის კუნძულ სან-სალვადორს მიადგა. ის და მისი თანამგზავრები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: კუნძულის წითელკანიანი მკვიდრნი პირიდან და ნესტოებიდან კვამლის ბოლქვებს უშვებდნენ. საქმე ის იყო, რომ ინდიელებს რელიგიური დღესასწაული ჰქონდათ, რომლის დროსაც ისინი განსაკუთრებულ ბალახს ეწეოდნენ გონების დაკარგვამდე.[1] ხერესმა სწრაფად აიტაცა ეს მავნე ჩვევა და გემ „ნინიას“ საშუალებით ევროპაში დაბრუნდა, ევროპაში ჩამოსულმა ხერესმა აღნიშნული მავნე ჩვევის შესახებ მოუთხრო მშობლიურ ქალაქ აიამონტეს მოსახლეობას. როდესაც პორტუგალიის სამღვდელოებამ დაინახა, როგორ უშვებდა კვამლს როდრიგო ცხვირ-პირიდან, ეშმაკეულად ჩათვალა. ის დააპატიმრეს და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ხნის განმავლობაში მას ბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება