როგორ მოვარჯულოთ დრაკონი

„როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ (ინგლ. How to Train Your Dragon) — 2010 წლის კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორები არიან კრის სანდერსი და დენი დებლუა, სცენარისტები — უილიამ დიევისი, დენი დებლუა და კრის სანდერსი, პროდიუსერი — ბონი არნოლდი. მუსიკა ეკუთვნის ჯონ პაუელს. პერსონაჟებს ახმოვანებენ ჯეი ბარუშელი, ჯერარდ ბატლერი და კრეიგ ფერგიუსონი. ფილმი აწარმოა DreamWorks Animation-მა, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Paramount Pictures-მა. ფილმში მოთხრობილია ბიჭისა და დრაკონის მეგობრობის შესახებ, რომელთა წყალობითაც მოსისხლე მტრებმა — ვიკინგებმა და დრაკონებმა საერთო ენა გამონახეს და დამეგობრდნენ.

„როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“
რეჟისორი
პროდიუსერი ბონი არნოლდი
სცენარისტი
  • უილ დეივისი
  • დეკანი დბლოიზი
  • კრის სანდერსი
როლებში
სტუდია DreamWorks Animation
დისტრიბუტორი Paramount Pictures
ხანგრძლივობა 98 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ბიუჯეტი 165 მლნ აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 494.9 მლნ აშშ დოლარი[1]

პრემიერა გაიმართა 2010 წლის 21 მარტს Gibson Amphitheatre-ში (ქართ. გიბსონის ამფითეატრი),[2] ხოლო აშშ-ში გამოვიდა იმავე წლის 26 მარტს.[3]

ფილმმა მიიღო მაღალი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან, აგრეთვე უამრავი ჯილდო, მათ შორის ოსკარის ორი ნომინაცია.[4] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მისი საერთო რეიტინგია 99%.[5] ფილმი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, რომლის შემოსავალმა 494.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ფილმს მოჰყვა ორი გაგრძელება — „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2“ (2014 წლის 13 ივნისი) და „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 3“ (2019 წლის 22 თებერვალი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 How to Train Your Dragon (2019). Box Office Mojo. IMDb. ციტირების თარიღი: May 17, 2019
  2. Murray, Rebecca. 'How to Train Your Dragon' Exclusive Premiere Photos. About.com (March 21, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2014. ციტირების თარიღი: August 19, 2014.
  3. IMAX Corporation (March 24, 2010). „DreamWorks Animation's How to Train Your Dragon Flies Into IMAX(R) Theatres on March 26, 2010“ (პრეს-რელიზი). GlobeNewswire. ციტირების თარიღი: August 19, 2014.
  4. „83rd Academy Award Nominations“. Variety. January 25, 2011. ციტირების თარიღი: March 29, 2015.
  5. How to Train Your Dragon (2010). Rotten Tomatoes. Fandango Media. ციტირების თარიღი: November 16, 2018