როგაგუადო (ესპ. Lago Rogaguado) — მტკნარი ტბა ჩრდილოეთ ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტის იაკუმას პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 143 მეტრზე, მდინარე მამორეს მარცხენა სანაპიროზე, მიეკუთვნება ამაზონის აუზს. მისი ფართობი 315 კმ²-ია. მაქსიმალური სიგრძე 25 კმ-ია, სიგანე 18 კმ. წარმოადგენს ბოლივიის მტკნარი წყლის ერთ-ერთ უდიდეს მარაგს. ტბაში მდებარეობს ცხრა კუნძული, რომელთა ფართობის 1 კმ²-ს აღემატება.

როგაგუადო
Lago Rogaguado
თანამგზავრული ფოტო
თანამგზავრული ფოტო
კოორდინატები: 13°26′ ს. გ. 65°56′ დ. გ. / 13.433° ს. გ. 65.933° დ. გ. / -13.433; -65.933
მდებარეობა ბოლივიის დროშა ბოლივია
სიგრძე 25 კმ
სიგანე 18 კმ
ფართობი 315 კმ²
როგაგუადო — ბოლივია
როგაგუადო
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება