რობინია (ლათ. Robinia) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. თეთრი, ვარდისფერი და წითელი ყვავილები მტევან ყვავილედში აქვთ თავმოყრილი. 20-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

რობინია
Robinia pseudoacacia
Robinia pseudoacacia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ფარულთესლოვნები
რიგი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  რობინია
ლათინური სახელი
Robinia L., 1753

საქართველოში კულტივირებულია 4 სახეობა, მათ შორის უფრო გავრცელებულია ცრუაკაცია (თეთრი აკაცია), რომელიც ველურდება (მაგ., კოლხეთში) და ხშირად წარმოადგენს სარეველა მცენარეს.

ლიტერატურა რედაქტირება