სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბლეიკი.

რობერტ პირპონტ ბლეიკი (ინგლ. Robert Pierpont Blake; დ. 1 ნოემბერი 1886, სან-ფრანცისკო, — გ. 9 მაისი, 1950, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკოლოზ მარის მოწაფე.

რობერტ ბლეიკი

1911 წელს სწავლა დაიწყო პეტერბურგის უნივერსიტეტში პროფესორ ნიკო მარის ხელმძღვანელობით. 1918-1920 წლებში ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას ასწავლიდა თსუ-ში.

1921 წლის თებერვალში ტაბახმელას მისადგომებთან წითელი არმიის წინააღმდეგ მოხალისედ იბრძოდა,[1] ქალაქის დაცემის შემდეგ ჰარვარდში დაბრუნდა. 1928-37 წლებში იყო ჰარვარდის ბიბლიოთეკის დირექტორი. ბლეიკმა გამოავლინა და მეცნიერულად აღწერა პალესტინაში და ათონზე დაცული მრავალი ქართული ხელნაწერი, მათ შორის — „ბალავარიანის“ ვრცელი რედაქცია. გამოსცა ქართული ბიბლიური და ჰაგიოგრაფიული ტექსტები ლათინური თარგმანითურთ. ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა ბიბლიოლოგიისა და პატროლოგიის დარგში. მისი ნაშრომები ქართულ ბიბლიისა და ჰაგიოგრაფიის შესახებ გამოქვეყნებულია ცალკე წიგნებად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Robert Pierpont Blake. Biography and Bibliography, by R. L. Wolff, Camb. (Mass.), 1954

სქოლიო რედაქტირება

  1. თსუ მუზეუმი TSU Museum en. ციტირების თარიღი: 2018-02-07