რკინის ჭიშკარი (რუმ. Porţile de Fier; სერბ. Đerdapska klisura; უნგრ. Vaskapu; სლოვაკ. Železné vráta; თურქ. Demirkapı; გერმ. Eisernes Tor; ბულგ. Железна врата) — დუნაის ხეობის ვიწრობი სერბეთისა და რუმინეთის საზღვარზე, ქალაქ ორშოვის ქვემოთ. მოქცეულია სამხრეთ კარპატებსა და აღმოსავლეთ სერბეთის მთებს შორის. გარშემორტყმულია კლდეებით. სიგრძე დაახლოებით 3 კმ, სიგანე 162 მ.[1] კალაპოტში ნაოსნობის შემაფერხებელი ჩქერები და ჭორომებია.[2] ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი ადგილი. მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს ჯერდალის ეროვნული პარკი. ძველი რომაელი ავტორების თხზულებებში ამ ჭორომიან ვიწრობს „კატარაქტები“ ეწოდებოდა. XIV საუკუნის ბოლოდან წყაროებში ეწოდებოდა „რკინის კარი“. სიტყვათშეწყობაში „რკინის ჭიშკარს“ აქვს მყარი ხასიათი და ფართო არეალი: ეს ტერმინი გვხვდება კავკასიაში, ყირიმში, შუა აზიაში, სტარა-პლანინის ქედზე და სხვა. ყველა შემთხვევაში სლავური გეოგრაფიული ტერმინი „ჭიშკარი“ აღნიშნავს „მთის გასასვლელს“, „ღრმა ხეობას, რომელშიც იჭრება მდინარე“, „ზღვის სრუტეს“. თუმცა „რკინის“ აზრის განსაზღვრა სადავოდ რჩება.[3] კალაპოტში არსებული ჭორომი შემომვლები არხის აშენებამდე ხელს უშლიდა ნაოსნობას. 1898 წელს ააშენეს 2,5 კმ სიგრძის შემომვლები არხი. 1972 წელს იუგოსლავიამ და რუმინეთმა ააგო სანაოსნო სისტემა და მძლავრი ჰესი.[2]

რკინის ჭიშკარი

სქოლიო რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: