რიჩარდ იეიტსი (დ. 3 თებერვალი, 1926 — გ. 7 ნოემბერი, 1992) — ამერიკელი მწერალი. მისი პირველი რომანი „ამბოხის გზა“ 1962 წელს წიგნის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის დასახელდა.

რიჩარდ იეიტსი
ინგლ. Richard Yates
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1926
დაბადების ადგილი იონკერსი
გარდაცვალების თარიღი 7 ნოემბერი, 1992 (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბირმინგემი (ალაბამა)
საქმიანობა რომანისტი, მოთხრობების ავტორი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი Avon Old Farms School
ჟანრი პროზა
მიმდინარეობა რეალიზმი
Magnum opus ამბოხის გზა, Eleven Kinds of Loneliness, სააღდგომო ჩვენება და Liars in Love
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[1]

მწერლის სიცოცხლის მანძილზე მისი შემოქმედების კრიტიკული აღიარება კომერციულ წარმატებაში არ ასახულა. იეიტსის ნაწარმოებების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მისი სიკვდილის შემდეგ გაღვივდა. ავტორის ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა მისი რომანის მიხედვით გადაღებული ოქროს გლობუსის მფლობელი და ოსკარის ნომინანტი ფილმი „ამბოხის გზა“, რომელშიც მთავარ როლებს ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ.[2]

ქართულ ენაზე თარგმნილია იეიტის რომანები: „ამბოხის გზა“ და „სააღდგომო ჩვენება“.

სქოლიო რედაქტირება

  1. Guggenheim Fellows database
  2. Revolutionary Road. IMDb.