რიოუნკაკუ

ყოფილი შენობა ტოკიოში, იაპონია

რიოუნკაკუ (იაპ. 凌雲閣, სიტყვასიტყვით: ღრუბლებსაცდენილი კოშკი) — იაპონიის პირველი დასავლური სტილის მაღლივი შენობა, რომელიც ასაკუსას უბანში იდგა ტოკიოში 1890 წლიდან მის დანგრევამდე 1923 წლის კანტოს დიდი მიწისძვრის შედეგად. „ასაკუსა ძუნიკაი“ (浅草十二階?, ასაკუსას თორმეტსართულიანი), როგორც მას მოფერებით ტოკიოელები უწოდებდნენ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობა იყო და ასევე ახალი ტექნოლოგიების საჩვენებელი ადგილი, ვინაიდან ამ მდებარეობდა იაპონიის პირველი ელექტრიფიცირებული ლიფტი.

შენობა მიწისძვრის შემდეგ