რიონი (ტელეკომპანია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რიონი (მრავალმნიშვნელოვანი).


რიონიქუთაისში მოქმედი ტელე-რადიო კომპანია. დააარსა ჟურნალისტმა ბადრი კაპეტივაძემ. 1989 წლის 7 მაისს მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი საკაბელო ტელევიზია, გათვლილი 5000 აბონენტზე. 1991 წლის 28 ივნისს მე-7 მეტრულ არხზე პირდაპირ ეთერში გავიდა ტელეკომპანია „რიონი“. 1995 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შ.პ.ს ტელე-რადიო საზოგადოება „რიონი“, რომლის პრეზიდენტის პოსტი სიცოცხლის ბოლომდე ეკავა ბადრი კაპეტივაძეს (ტრაგიკულად დაიღუპა 2001 წლის 21 დეკემბერს).

რიონი
ტელე-რადიო კომპანია ,,რიონი"
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა დასავლეთ საქართველო (ნაწილობრივ)
მაუწყებლობის არხი UHF31 (ქუთაისი)
დაფუძნდა 1986
დამფუძნებელი ბადრი კაპეტივაძე
ხელმძღვანელ(ებ)ი თამარ ღვინიანიძე
საიტი www.rionitv.com

2002 წლის აგვისტომდე „რიონს“ ხელმძღვანელობდა გიგა კაპეტივაძე, რომელსაც ტექნიკური და შემოქმედებითი დარგის დირექტორის პოსტი ეკავა სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 2011 წლის 15 მარტს). დღემდე გენერალური დირექტორის პოსტი უჭირავს და მისი ერთპიროვნული მფლობელია თამარ ღვინიანიძე.

2003 წლის სექტემბრიდან განახლებული სტუდიებითა და აპარატურით ტელეკომპანია ეთერში გავიდა 31-ე დეციმეტრულ დიაპაზონზე და მაუწყებლობს დასავლეთ საქართველოში 24 საათის განმავლობაში. 2003 წელს მაღალი ძაბვის მიერ მოყენებულმა ზიანმა მას დიდი ზარალი მიაყენა, 2004 წელს ხანძარი ისევ განმეორდა და ტელევიზია განადგურდა. შემდეგ იგი რუსთაველის გამზირზე კერძო სახლში გადავიდა. 2005 წლის ოქტომბრიდან ტელეკომპანიის ოფისი ფალიაშვილის 2 ნომერში მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება