რივერის დეპარტამენტი

რივერის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Rivera) — დეპარტამენტი ურუგვაიში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია რივერა. ფართობი 9 370 კმ², მოსახლეობა 103 493 ადამიანი (2011 წ). ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სერო-ლარგოს დეპარტამენტი, სამხრეთით — ტაკუარემბოს და ჩრდილო-დასავლეთით — სალტოს დეპარტამენტი. შეიქმნა 1884 წელს.

დეპარტამენტი
რივერის დეპარტამენტი
Departamento de Rivera
დროშა გერბი

ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
ადმ. ცენტრი რივერა
შიდა დაყოფა Minas de Corrales, Tranqueras და Vichadero
კოორდინატები 30°54′00″ ს. გ. 55°33′00″ დ. გ. / 30.90000° ს. გ. 55.55000° დ. გ. / -30.90000; -55.55000
დაარსდა 1884
ფართობი 9 370 კმ²
მოსახლეობა 103 493 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 11 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი 462
ოფიციალური საიტი rivera.gub.uy

დეპარტამენტში კლიმატი სუბტროპიკულია; ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 1500 მმ-ს შეადგენს.

დეპარტამენტის რუკა რედაქტირება

 
რივერის დეპარტამენტის ტოპოგრაფიული რუკა. ნაჩვენებია ძირითადი დასახლებული პუნქტები და გზები

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება