რივასი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ ნიკარაგუაში, რივასის დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს 11°26′ ჩ. გ. 85°50′ დ. გ. / 11.433° ჩ. გ. 85.833° დ. გ. / 11.433; -85.833. ქალაქში ცხოვრობს 28,000 ადამიანი. რივასი მდებარეობს ზღვის დონიდან 70 მეტრის სიმაღლეზე, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან რივასის გეოგრაფიულ ყელზე. ქალაქი დაარსდა XVIII საუკუნეში.

საერთაშორისო ყურადღება რედაქტირება

რივასის ადგილობრივმა სასამართლომ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება, რადგან ამერიკელმა ჟურნალის გამომცემელმა ერიკ ვოლცმა მოკლა და გააუპატიურა თავისი ყოფილი მეგობარი გოგონა. დორის ივანია ხიმენესი 2006 წლის 21 ნოემბერს თავის მაღაზიაში მოკლული იპოვეს. რივასის სასამართლომ ერიკ ვოლცი 30 დღით დააპატიმრა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება