სერ რიდლი სკოტი (ინგლ. Ridley Scott) — ინგლისელი რეჟისორი, პროდიუსერი და ოპერატორი. დაიბადა 1937 წლის 30 ნოემბერს. იგი აგრეთვე არის რეჟისორ და პროდიუსერ ტონი სკოტის უფროსი ძმა.

სერ რიდლი სკოტი

რიდლი სკოტი 2015 წელს
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1937 (1937-11-30) (86 წლის)
სამხრეთი შილდსი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი
აქტიური 1965–დღემდე
მეუღლე(ები) ფელისიტი ჰეივუდი (1964–1975)
სენდი უოტსონი (1979–1989)

ბიოგრაფია რედაქტირება

რიდლი სკოტის მამა იყო სამხედრო ოფიცერი, დედა ელიზაბეტ სკოტი – მსახიობი. რიდლის უფროსმა ძმამ ფრენკმა ჩააბარა ინგლისის სავაჭრო ფლოტში, მაშინ რიდლი მცირე ასაკის ბავშვი იყო და ძმას იშვიათად ხედავდა. 1944 წელს დაიბადა რიდლის უმცროსი ძმა ტონი სკოტი.

სკოლის დამთავდების შემდეგ ის სწავლობდა დიზაინერობას კოლეჯში. კოლეჯში სწავლის დროს მან გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბიჭი და ველოსიპეტი“. კოლეჯის დამთავრების შემდეგ რიდლი სკოტმა დაიწყო სამსახური ბი–ბი–სი–ში, სადაც ის თავიდან ასრულებდა დიზაინერის მოვალეობას ტელე სერიალში, ხოლო შემდეგ თვეთონ გახდა რეჟისორრ რამდენიმე სერიის.

1977 წელს გამოვიდა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მედუელეები“, რომელიც დაფუძნებული იყო ჯოზეფ კონრადის მოთხრობაზე „დუელი“.

რიდლი სკოტს სურდა გადაეღო „ტრისტანი და იზოლდას“ კინოვარიანტი, მაგრამ „ვარსკვლავური ომების“ ყურების შემდეგ გადაწყვიტა გადაეღო ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. 1979 წელს გამოვიდა ფილმი „უცხო“. ფილმი წარმატებული გამოდგა და დიდი წარმატება მოუტანა როგორც რეჟისორი, ასევე მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობ სიგურნი უივერს. შემდეგში გადაღებულ იქნა „უცხოს“ სამი სერია, მაგრამ უკვე სხვა რეჟისორების მიერ.

რიდლი სკოტის ყველაზე წარმატებული ფილმია ისტორიული დრამა „გლადიატორი“. მთავარ როლში რასელ ქროუ. მას შემდეგ რეჟისორმა განაგრძო მუშაობა რასელ კროუსთან: 2006 წელს გამოვიდა კომედია „კარგი წელი“, 2007 წელს — „ამერიკელი განგსტერი“ ,ამ ფილმში რასელ კროუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო დენზელ ვაშინგტონმა. 2008 წელს გამოვიდა „სიცრუის ერთობლიობა“ ლეონარდო დიკაპრიოსა და რასელ კროუს მონაწილეობით. 2010 წელს გამოვიდა ისტორიული ფილმი „რობინ ჰუდი“. მთავარ როლში რასელ კროუ ასრულებდა.

რეჟისორმა ორჯერ იქორწინა. პირველი ქორწინება ჰქონდა ფელიცია ჰეივუდთან, 1964–1975 წლებში, მეორე - სენდი უილსონთან 1979–1989 წლებში. მისი შვილები ჯეიკი და ჯორდანი ასევე რეჟისორები არიან.

ფილმების შემოსავალი რედაქტირება

თარიღი ფილმი სტუდია აშშ შემ. მსოფლიო შემ. კინოთეატრები პრემიერის კვირის ბოლო პრემიერის კინოთეატრები ბიუჯეტი
1977 დუელანტები Par. $900,000
1979 უცხო Fox $80,931,801 $104,931,801 757 $3,527,881 91 $11,000,000
1982 სამართებელზე მორბენალი WB $32,768,670 $33,139,618 1,325 $6,150,002 1,295 $28,000,000
1985 ლეგენდა Uni. $15,502,112 1,187 $4,261,154 1,187 $30,000,000
1987 ის, ვინც მე გამიფრთხილდება Col. $10,278,549 894 $2,908,796 892 $17,000,000
1989 შავი წვიმა Par. $46,212,055 $134,212,055 1,760 $9,677,102 1,610 $30,000,000
1991 თელმა და ლუიზა MGM $45,360,915 1,180 $6,101,297 1,179 $16,500,000
1992 492: სამოთხის დაპყრობა Par. $7,191,399 1,008 $3,002,680 1,008 $47,000,000
1996 თეთრი ბურუსი BV $10,292,300 1,524 $3,908,514 1,524 $38,000,000
1997 ჯარისკაცი ჯეინი BV $48,169,156 2,043 $11,094,241 1,945 $50,000,000
2000 გლადიატორი DW $187,705,427 $457,640,427 3,188 $34,819,017 2,938 $103,000,000
2001 ჰანიბალი MGM $165,092,268 $351,692,268 3,292 $58,003,121 3,230 $87,000,000
2001 შავი ქორის დაცემა SonR $108,638,745 $172,989,651 3,143 $179,823 4 $92,000,000
2003 შესანიშნავი თაღლითები WB $36,906,460 $65,565,672 2,711 $13,087,307 2,711 N/A
2005 ზეციური სამეფო Fox $47,398,413 $211,652,051 3,219 $19,635,996 3,216 $130,000,000
2006 კარგი წელი Fox $7,459,300 $42,056,466 2,067 $3,721,526 2,066 $35,000,000
2007 ამერიკელი განგსტერი Uni. $130,164,645 $265,697,825 3,110 $43,565,115 3,054 $100,000,000
2008 სიცრუის ერთობლიობა WB $39,394,666 $115,321,950 2,714 $12,884,416 2,710 $70,000,000
2010 რობინ ჰუდი Uni. $105,269,730 $321,669,730 3,505 $36,063,385 3,503 $155,000,000
2012 პრომეთე Fox $126 477 084 $403 354 469 3 442 $51 050 101 3 396 $130 000 000
2013 მრჩეველი Fox $16 973 715 $70 237 649 3 044 $7 842 930 3 044 $25 000 000
2014 გამოსვლა: ღმერთები და მეფეები Fox $65 014 513 $268 031 828 3 503 $24 115 934 3 503 $140 000 000
2015 მარსელი Fox $108 715 595 $227 254 902 3 854 $54 308 575 3 831 $108 000 000

ნამუშევრები რედაქტირება

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ფილმი ოსკარი
ნომინაცია გამარჯვება
1977 დუელიანტები
1979 უცხო 2 1
1982 სამართებელზე მორბენალი 2
1985 ლეგენდა 1
1987 ის, ვინც მე გამიფრთხილდება
1989 შავი წვიმა 2
1991 თელმა და ლუიზა 6 1
1992 1492: სამოთხის დაპყრობა
1996 თეთრი ბურუსი
1997 ჯარისკაცი ჯეინი
2000 გლადიატორი 12 5
2001 ჰანიბალი
შავი ქორის დაცემა 4 2
2003 შესანიშნავი თაღლითები
2005 ზეციური სამეფო
2006 კარგი წელი
2007 ამერიკელი განგსტერი 2
2008 სიცრუის ერთობლიობა
2010 რობინ ჰუდი
2012 პრომეთე 1
2013 მრჩეველი
2014 გამოსვლა: ღმერთები და მეფეები
2015 მარსელი
2017 უცხო: აღთქმა
სამყაროს მთელი სიმდიდრე 1
2021 უკანასკნელი დუელი
გუჩის სახლი 1
2023 ნაპოლეონი
2024 გლადიატორი 2

რეკლამები რედაქტირება

მუსიკალური კლიპები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: