რიგის შავი ბალზამი


რიგის შავი ბალზამი ( ლატვ. Rīgas Melnais balzams ) — ტრადიციული ლატვიური ბალზამი, რომელიც ლატვიის ეროვნულ სასმელად ითვლება. ტრადიციის მიხედვით, ზუსტი რეცეპტი მხოლოდ ალკოჰოლის მთავარმა ოსტატმა და მისმა ორმა შეგირდმა იციან. [1] რიგის შავი ბალზამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. თავისი ისტორიის მანძილზე მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. [2]

რიგის შავი ბალზამი

ნახევარლიტრიანი ბოთლები რიგის შავი ბალზამით: შავი მოცხარი, ორიგინალი და ელემენტი (რომით)
ტიპი ლიქიორი
მწარმოებელი Latvijas Balzams
წარმოშობის ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
ჩამოსხმა დაიწყო 1752
ალკოჰოლის შემცველობა 45% (კლასიკური), 43% (XO), 40% (ყავა), 30% (შავი მოცხარი და ალუბალი)
Proof (აშშ) 60°–90°
ფერი მუქი ყავისფერი (კლასიკური), მუქი მეწამული (შავი მოცხარი) ან მუქი წითელი (ალუბალი)
ინგრედიენტები არყის, ცაცხვის, ჯანჯაფილის, კაკაოს, ძირტკბილას. საცხობი სანელებლების და კენკრის კომბინაცია
ვებ-გვერდი rigablack.com

ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ბოთლი Riga Black Balsam იწარმოება და ექსპორტზე გადის 30 ქვეყანაში. არსებობს ბალზამის რამდენიმე ვარიაციაა შავი მოცხარით, ალუბლით და კონიაკით.

ისტორია რედაქტირება

აბრაამ კუნზე რედაქტირება

ტრადიციული რეცეპტი შექმნა რიგაში მცხოვრებმა ფარმაცევტმა აბრაამ კუნზემ 1752 წელს.

რიგის ბალზამები განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება. შეიცავს 24 ინგრედიენტს. მცენარეული ინგრედიენტების სია დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ პროპორციები მაინც გასაიდუმლოებულია. ინგრედიენტების უმეტესობა ადგილობრივია, მაგრამ არის შორიდან შემოტანილი ინგრედიენტებიც, მაგალითად, ბალზამის ზეთი. სასმელს ასხამენ არყის კასრებში 30 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ რიგის ბალზამები ხდება მოწითალო სითხე, მაღალი ალკოჰოლის შემცველობით. კონცენტრირებული სასმელი ხვდება ბოთლებში, რამდენიმე უზარმაზარ 300 ლიტრიან კასრს შეუძლია ყოველწლიურად თითქმის 3 მილიონი ბოთლის შევსება.

ნახევრად მზა სასმელს ემატება ალკოჰოლი, დამწვარი შაქარი, წვენები, კონიაკი, რის შემდეგაც იღებს მისთვის დამახასიათებელ ფერს. ჩამოსხმის შემდეგ სასმელს კიდევ ექვსი თვის განმავლობაში ათავსებენ კერამიკულ ჭურჭელში, რომელიც იცავს შიგთავსს მზის სინათლისა და ტემპერატურის უეცარი ცვლილებისგან.

1762 წელს კუნზემ გამოაქვეყნა რეკლამა ბალზამის შესახებ გაზეთ (გერმ. ) Rigische Anzeigen 23 დეკემბრის ნომერში, სადაც აღწერილი იყო მისი სავარაუდო სამკურნალო თვისებები და გამოყენების ინსტრუქციები. შტოფი შეფასებული იყო ორი ტალერად.

ლეგენდის თანახმად, როდესაც იმპერატრიცა ეკატერინე დიდი რუსეთში ბრუნდებოდა, რამდენიმე დღით რიგაში გაჩერდა. ჩამსვლისთანავე, ის ძალიან ცუდად გახდა და დახმარებისთვის კუნზეს მიმართეს, ვინაიდან იმპერატრიცას პირადმა ექიმმა ვერ შეძლო მისი განკურნება. ეკატერინე დიდის ჯანმრთელობაზე ბალზამმა დადებითად იმოქმედა, რამაც მას პოპულარობა მოუტანა მთელ ევროპაში, ხოლო კუნზემ მიიღო ბალზამის წარმოების ექსკლუზიური უფლებები მომდევნო 50 წლის განმავლობაში.

ტრადიციის თანახმად, ზუსტი საიდუმლო რეცეპტი იცის მხოლოდ ალკოჰოლის უფროსმა ოსტატმა და მისმა რამდენიმე მოწაფემ. ორიგინალური რეცეპტი დაიკარგა მეორე მსოფლიო ომის დროს. ომის შემდეგ, რეცეპტი საგულდაგულოდ აღდგა ყოფილი თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით 1950 - იან [3] წლებში. მას შემდეგ რეცეპტი უცვლელი დარჩა. [4] [5] მისი წარმოება დაიწყო რიგის დისტილერიის ქარხანაში (ახლანდელი Latvijas Balzams).

კუნზეს გარდაცვალების შემდეგ რედაქტირება

 
შავი ჯადოსნური ბარი მე-18 საუკუნის აფთიაქში ძველ რიგაში

აბრაამ კუნზეს გარდაცვალების შემდეგ, მისმა დაქვრივებულმა მეუღლემ, ევა სოფია კუნზემ განაგრძო ბალზამის წარმოება და გაყიდვა, კუნზენსკის ბალზამის სახელწოდებით ( რუს. Кунценский бальзам , გერმ. Kunzer Balsam , ლატვ. Kuncena balzams ). ბალზამის წამოებასა და გაყიდვაზე საკუთრების უფლება და მემკვიდრეობა საკამათო თემა გახდა. 1766 წელს რიგელმა პეტერის ადამსმა განაცხადა, რომ მან ბალზამი გამოიგონა კუნზემდე ათი წლით ადრე, თუმცა რიგის საქალაქო საბჭომ უარყო ადამსის განაცხადი იმ მოტივით, რომ მან პრეტენზიები მხოლოდ აბრაამ კუნზეს გარდაცვალების შემდეგ გამოთქვა. 1770 და 1774 წლებში ევა კუნზემ რიგის გენერალ-გუბერნატორთან იჩივლა კუნზეს ბალზამის გაყალბებული წარმოების შესახებ და მოითხოვა, რომ სხვებისთვის აეკრძალათ მისი წარმოება, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. [6]

1774 წელს რიგის ხელისუფლებამ საზოგადოების ჯანმრთელობის გაძლიერების მოტივით კუზენსკის ბალზამის წარმოების უფლებები მიანიჭა მარტინ როსლაუს, რომელსაც „შესაძლებლობა ჰქონდა აბრაამ კუნზესგან გაეგო აღნიშნული ბალზამის შემადგენლობა.“ მარტინ როსლაუ აწარმოებდა ბალზამს 1783 წლამდე (გარდაცვალებამდე). შემდეგ მამის საქმიანოა გააგრძელა მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა მარია ჯადვიგამ, ხოლო ერთი წლის შემდეგ ასევე მისმა ახალმა მეუღლემ კრისტოპ სტრიზკიმ. [6]

ლელიუხინი რედაქტირება

1770 წელს გაურკვეველი მიზეზების გამო დაწესდა აკრძალვა აბრაამ კუნზეს ბალზამის გაყიდვაზე. 1789 წლისთვის რიგაში მოღვაწე ვიატკელმა ვაჭარმა სემიონ ლელიუხინმა, შეძლო მიეღო სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო კოლეჯის თანხმობა, მოგვიანებით კი სენატის დადასტურება, კუნზეს რეცეპტის მიხედვით ბალზამის წარმოებასა და მისი გაყიდვის ექსკლუზიური პრივილეგიაზე რუსეთის იმპერიაში, ასევე მისი ბალზამის ექსპორტზე საზღვარგარეთ. (სხვა ვერსიით, პრივილეგია თავდაპირველად თავად კუნზეს მიენიჭა და ლელიუხინმა კუნზეს გარდაცვალების შემდეგ გახსნა საკუთარი ქარხანა). პრივილეგია ითვალისწინებდა დასჯასაც ბალზამის გაყალბებისთვის. ლელიუხინის რიგის ქარხანაში კლივერას დიდ კუნძულზე (Liela Kliversala, Kliverholm) წელიწადში 15 ათასამდე თიხის ბოთლს აწარმოებდნენ ბალზამით; შუშის ნაცვლად თიხის ბოთლების გამოყენება მათი დაბალი ფასით იყო ნაკარნახევი. მიწოდება ხდებოდა პეტერბურგში, მოსკოვში, ფსკოვსა და იაროსლავში. 1792 წელს სემიონ ლელიუხინის გარდაცვალების შემდეგ ქარხანა გადაეცა მის შვილს გეორგის. 1796 წელს სენატმა აკრძალა ბალზამის, როგორც ალკოჰოლური სასმელის წარმოება და გაყიდვა. ამიერიდან დაშვებული იყო ბალზამის დამზადება მხოლოდ სამკურნალო მიზნით და მისი გაყიდვა მხოლოდ აფთიაქებში. როგორც ჩანს, აკრძალვა რიგის ფარმაცევტების პრეტენზიებმა გამოიწვია, რომლებიც კონკურენციას ვერ უწევდნენ ქარხნული წარმოების ბალზამს ტავერნებში. გეორგი ლელიუხინმა შეძლო მიეღო ნებართვა, გაეგრძელებინა ბალზამის წარმოება თავის ქარხანაში და მოეხდინა რეალიზაცია მხოლოდ იმპერიის ფარგლებს გარეთ. ლივონიაში ბალზამის გაყიდვის უფლება რვა აფთიაქს ჰქონდა, ხოლო ბოთლები უნდა დალუქულიყო პირადი ბეჭდებით, რათა თავიდან აეცილებინათ გაყალბება. [7] [8] 1804 წელს სემიონ ლელუჩინის ვაჟისა და მემკვიდრის, ეგორ ლელუჩინის ქარხანაში მუშაობდა ექვსი მუშა და ერთი შეგირდი, რომელიც აწარმოებდა 9200 შტოფ ბალზამს, საიდანაც 4200 გადიოდა საზღვარგარეთ, ხოლო დანარჩენი 5000 ინახებოდა შემდეგი წლისთვის. [9] 1808 წლისთვის ქარხანა დაიხურა.

მე-19 საუკუნეში რიგის შავი ბალზამი იქცა ეროვნულ სასმელად და მე-19 საუკუნის შუა ხანებში უკვე იწარმოებოდა რიგის, ლიეპაჯას, ბაუსკას, ტალსის და ვენტსპილსის ქარხნებში. 1845 ან 1847 წლებში ვოლფშმიდტმა, მე-19 საუკუნეში Riga Black Balsam-ის უდიდესმა და ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა, დაიწყო თავისი საქმიანობა. მან განაგრძო Riga Black Balsam-ის წარმოება მას შემდეგაც, რაც ლატვიამ 1918 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. [10]

რეცეპტის დაკარგვა და აღდგენა რედაქტირება

 
რიგის შავი ბალზამის საწარმოო ქარხანა ალექსანდრა ჩაკას ქუჩა 160

ორიგინალური რეცეპტი დაიკარგა 1939 წელს, მას შემდეგ რაც მისი მცოდნე ძმები შრედერები, გერმანიაში დაბრუნდნენ. [11] რეცეპტი საგულდაგულოდ აღადგინეს 1950 წელს ქარხნის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით. აღდგენში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტექნოლოგმა მაიგა პოდრაჩნიეჩემ, [12] რისთვისაც იგი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით . [11] [13] 1969 წელს Latvijas Keramika და რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალისტთა ერთობლივმა ჯგუფმა დააპროექტა პირველი კერამიკული ბოთლები ბალზამისთვის.

ლატვიის სსრ-ის დროს იყო რიგის შავი ბალზამის დეფიციტი, რომელიც გახდა ძვირფასი სუვენირი და საჩუქარი. [14] [15]

რიგის შავი ბალზამის თანამედროვე ვარიაციები რედაქტირება

2019 წელს გამოვიდა Riga Black Balsam-ის ახალი ვერსია, რომელიც აერთიანებს ორიგინალური ბალზამის ექსტრაქტს არაბიკას ყავის მარცვლისა და დარიჩინის ექსტრაქტთან. [16] 2020 წელს გამოვიდა ბალზამის ორი შეზღუდული ვერსია Riga Black Balsam XO, რომელსაც შერეული აქვს 8 წლის ფრანგულ კონიაკი, და Riga Black Balsam Chocolate & Mint.

დანიაში რედაქტირება

რიგის შავი ბალზამი პირველად დანიაში შეიტანეს მე-18 საუკუნის ბოლოს მარსტალის სავაჭრო გემებმა, რომლებიც რიგასთან ვაჭრობდნენ. იქიდან იგი გავრცელდა დანიელი მეზღვაურების და დანიის გემების წამლის ყუთები საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით რიგის შავი ბალზამი კვლავ იყიდება მარსტალის მაღაზიებსა და პაბებში, სადაც მას ტრადიციულად აკვავიტით მიირთმევენ. ადგილობრივებისთვის ცნობილია როგორც „მარსტალერი.“ [17]

წარმოება რედაქტირება

 
რიგის შავი ბალზამის 24 ინგრედიენტი

თავდაპირველად, კუნზეს ბალზამი შედგებოდა არომატული წყლის (75%) და სალბის , კამის თესლის, პიტნის ფოთლების, ლავანდის ყვავილების, როზმარინის და დარიჩინის ნაყენის ნარევისგან. [18]

თანამედროვე რიგის შავი ბალზამი შედგება 24 ბუნებრივი ინგრედიენტისგან, მათ შორისაა 17 ბოტანიკური კომპონენტი: მოცვი, ჟოლო, არყის კვირტი, Gentiana lutea, პიტნის ფოთლები, არტემიზია აბსენტის ღეროები და ფოთლები, ჯანჯაფილის ფესვი, ვალერიანის ფესვი, Acorus calamus-ის ფესვი, Melissa officinalis ფოთლები. ღეროები, Tilia cordat-ს ყვავილი, მუხის ქერქი, წმინდა იოანეს ვორტი, ბუჩქის ფოთლები, შავი პილპილი, ნარინჯს ქერქი და მუსკატის კაკალი . [19]

არომატი და გამოყენება რედაქტირება

კლასიკური Riga Black Balsam ფერით შავ ყავას გავს. არომატი წარმოადგენს არყის, ცაცხვის, ჯანჯაფილის, კაკაოს, ძირტკბილას საცხობი სანელებლების და კენკრის კომბინაციას. Riga Black Balsam-ის მწარე გემოს ინტენსივობა შეფასებულია, როფორც 5 - დან 4, სიტკბოს ინტენსივობა — 5-დან 3, ხოლო არომატის ინტენსივობა 5-დან 4.

რიგის შავი ბალზამი მიირთმევენ ცალკე ან უმატებენ ყავას, ცხელ შოკოლადს, დესერტებს, სიროფებს, შოკოლადის განაშს (დესერტი) ან ტრადიციულად ნაყინს . [20] მას ასევე ასხამენ წვენებს ეგრეთ წოდებული Black Shooter-ის დასამზადებლად (ყველაზე პოპულარულიაატმით), ასევე გამოიყენება როგორც ინგრედიენტი სხვადასხვა კოქტეილებში, როგორიცაა " Black and Stormy ", სადაც შავი ბალზამი შერეულია არყთან, ლაიმის წვენთან, ჯანჯაფილის ლუდთან და შაქრის სიროფთან. შავი ბალზამი შავი მოცხარით, თავის მხრივ, გამოიყენება კოქტეილებში, როგორიცაა "Stairway to Heaven", ხოლო შავი ბალზამი ალუბლით ემატება Cherry Soda-ს. დღესდღეობით რიგის შავი ბალზამი ასევე გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში გაციების და საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალოდ. რიგის ბალზამები გაჯერებულია მინერალებით, ორგანული მჟავებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ცილებით, გლუკოზიდებით და ა.შ. ბალზამს მიირთმევენ ჭამის წინ ზედმეტი ფიზიური გადატვირთვის, დაღლილობის, ვარჯიშის შემდეგ. მოქმედებს როგორც მადის გამაძლიერებელი საშუალება.

1775 წლის საგაზეთო რეკლამაში ჩამოთვლილი იყო ბალზამის თვისებები სავარაუდო შინაგანი და გარეგანი გამოყენებისთვის: ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შეხორცება, სისხლდენის შეჩერება, ტკივილის შემსუბუქება და ინფექციის თავიდან აცილება, დამწვრობა, მოყინვა, კუნთების დაჭიმულობა, შეშუპება, კბილის და თავის ტკივილი, კოლიკა და მშობიარობის ტკივილი, მენსტრუალური სისხლდენის შემცირება, ძლიერი გაციება, ცოფიანი ძაღლისა და შხამიანი ქვეწარმავლების ნაკბენის უმტკივნეულოდ შეხორცება, გამონაყარი ფსორიაზის დროს, ტკივილის შემსუბუქება, ანთების და სიცხის, სურავანდის და წყლულოვანი სტომატიტის მკურნალობა, ინფექციებისა და გადამდები დაავადებებისგან დაცვა. გულის გასაძლიერება და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება. [21]

სქოლიო რედაქტირება

  1. Nutritional and Health Aspects of Food in Eastern Europe. 
  2. Riga Black Balsam: Traditional Latvian Herbal Liqueur Since 1752 en. ციტირების თარიღი: 31 March 2022
  3. „Рижский чёрный бальзам – история и традиции“. Радио «Свобода». 2005-02-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-14. ციტირების თარიღი: 2017-10-13.
  4. McLagan, Jennifer. Bitter: A Taste of the World's Most Dangerous Flavor, with Recipes [A Cookbook]. 
  5. Sļičkovs & Ņikišins 2017
  6. 6.0 6.1 Sļičkovs & Ņikišins 2017
  7. Sļičkovs & Ņikišins 2017
  8. Sļičkovs & Ņikišins 2017
  9. Sļičkovs & Ņikišins 2017
  10. Sļičkovs & Ņikišins 2017
  11. 11.0 11.1 Sļičkovs & Ņikišins 2017
  12. Kernot, Emily (14 February 2012). „Travel: Eternal life for Empress' elixir“. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 28 December 2019.
  13. Sļičkovs & Ņikišins 2017
  14. Sļičkovs & Ņikišins 2017
  15. Sļičkovs & Ņikišins 2017
  16. Eagle, Jenny. (19 December 2019) Riga Black Balsam coffee alcohol beverage joins growing trend. Beverage Daily. ციტირების თარიღი: 28 December 2019.
  17. Jensen, Linus Folke. (13 April 2022) Black Balsam: Latvia's National Treasure Danish Island's Liquid Pleasure. ციტირების თარიღი: 21 April 2022.
  18. Sļičkovs & Ņikišins 2017
  19. Riga Black Balsam. ციტირების თარიღი: 28 December 2019.
  20. Bitterman, Mark. Bitterman's Field Guide to Bitters & Amari: 500 Bitters; 50 Amari; 123 Recipes for Cocktails, Food & Homemade Bitters. Andrews McMeel Publishing. 
  21. Sļičkovs & Ņikišins 2017