რიგის ვაგონსაშენი ქარხანა

რიგის ვაგონსაშენი ქარხანა — მსხვილი მანქანათსაშენი ქარხანა ლატვიაში, დედაქალაქ რიგაში. დაარსდა 1895 წელს გერმანელ-ბალტიელი მეწარმის ოსკარ ფრაივირთის მიერ როგორც სააქციო საზოგადოება „Fenikss“. წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის უმსხვილეს ვაგონების მწარმოებელს. რიგის ვაგონსაშენი ქარხანა სსრკ-ში ელექტრომატარებლების, დიზელმატარებლებისა და ტრამვაის ვაგონების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი იყო. ამჟამად რიგის ვაგონსაშენი ქარხანა წარმოდგენილია ელექტრომატარებლებით, დიზელმატარებლებით, ავტომოტრისებითა და საქალაქო ტრამვაით.

რიგის ვაგონსაშენი ქარხანა
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი მანქანათმშენებლობა
დაფუძნდა 1895
სათავო ოფისი ლატვიის დროშა ლატვია
მფლობელი ვლადიმირ ჩამანი
თანამშრომელი 780
საიტი www.rvr.lv

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება