სახელმწიფო (პლატონი)

(გადამისამართდა გვერდიდან რესპუბლიკა (პლატონი))

სახელმწიფო (ბერძ. Πολιτεία — „პოლიტია“) — პლატონის მიერ ძვ. წ. 380 წელს დაწერილი ცნობილი დიალოგი. დიალოგის მთავარი მოქმედი ფიგურა სოკრატეა. წიგნი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სიმართლე, კანონი, სამართლიანი ქალაქი და სამართლიანი ადამიანი. ისტორიულად და ინტელექტუალურად იგი ფილოსოფიისა და პოლიტიკური თეორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნაშრომად ითვლება. მასში სოკრატე სხვადასხვა ათენელსა და უცხოელთან ერთად მსჯელობს სიმართლის არსზე და განიხილავს, არის თუ არა სამართლიანი კაცი უსამართლოზე უფრო ბედნიერი ქალაქში, რომელიც ფილოსოფოსი-მეფის მიერ იმართება. ნაწარმოების გმირები ასევე მსჯელობენ იდეათა თეორიაზე, სულის უკვდავებაზე და ფილოსოფოსისა და პოეტის როლზე საზოგადოებაში.

1713 წლის გამოცემა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება