რელიგია შვედეთში (შვედ. Religion i Sverige) — რელიგიური წარმოდგენების ერთობლიობა, რომლის აღმსარებლობა შვედეთის მოქალაქეთათვის ქვეყნის კონსტიტუციით არის განმტკიცებული. ევრობარომეტრის კვლევით, შვედების მხოლოდ 18%-ს სწამს რაიმე სახის ღმერთის.[1] ასევე აღსანიშნავია, რომ რელიგიას მნიშვნელოვნად მოსახლეობის მხოლოდ 10% თვლის. [2]

ტაძარი უფსალაში

ქრისტიანობა რედაქტირება

შვედეთის ეკლესია[3]
წელი მოსახლეობა წევრთა ოდენობა %-ში
1972 8,146,000 7,754,784 95.2 %
1980 8,278,000 7,690,636 92.9 %
1990 8,573,000 7,630,350 89.0 %
2000 8,880,000 7,360,825 82.9 %
2005 9,048,000 6,967,498 77.0 %
2006 9,119,000 6,893,901 75.6 %
2007 9,179,000 6,820,161 74.3 %
2008 9,262,000 6,751,952 72.9 %
2009 - 6,664,064 71.3 %[4], [5] [6]
2010 - 6,589,769 70.0 %

ქრისტიანობა შვედეთში X საუკუნეში შევიდა ანსგარის საგანმანათლებლო მოღვაწეობის შედეგად. მანვე მოაქცია პირველი შვედები ქრისტიანულ რჯულზე.

ლუთერანობა რედაქტირება

შვედეთის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ შვედეთის ეკლესიის წევრად ითვლება ყველა მონათლული ადამიანი, 1990-იან წლებში კი ამისთვის საკმარისი იყო, ერთი მშობელი მაინც ყოფილიყო ეკლესიის წევრი. ამიტომ წლიდან წლამდე ამ საეკლესიო დენომინაციის ოფიციალურ წევრთა რაოდენობის შემცირება შეინიშნება.[7] შვედეთის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიის წევრთა 4%-ზე ნაკლები დადის ყოველკვირეულად ეკლესიაში, ხოლო აქტიურად - მხოლოდ 2%.[8]

მართლმადიდებლობა რედაქტირება

წმინდა ანსგარს, რომელმაც ქრისტიანობას პირველმა გაუდგა ფესვები ქვეყანაში, საკუთარ წმინდანად აღიარებს როგორც ორთოდოქსული, ასევე ლუთერანული ეკლესია და ერთიანი, განუყოფელი ეკლესიის წარმომადგენლად მიიჩნევს.

დღესდღეობით ქვეყანაში მართლმადიდებელთა საერთო რაოდენობა 100 ათასს არ აჭარბებს, რაც მოსახლეობის 1%-ს არ აღემატება. მართლმადიდებელთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან სერბები, ბერძნები, რუმინელები და რუსები. გვხვდება ასევე მცირერიცხოვანი მართლმადიდებლური ჯგუფები ესტონელების, ფინელებისა და ქართველების სახით.

კათოლიციზმი რედაქტირება

ისლამი რედაქტირება

 
მეჩეთი ფიტეში

2010 წლის შეფასებით შვედეთში 250-დან 450 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს და მეჩეთებიც რამდენიმე დიდ ქალაქშია აგებული.

იუდაიზმი რედაქტირება

2010 წლის აღწერით შვედეთში 18 ათასი ებრაელი ცხოვრობს.

სქოლიო რედაქტირება

  1. http://ec.europa.eu/public_opinion/archives/ebs/ebs_341_en.pdf
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-10. ციტირების თარიღი: 2012-09-10.
  3. Svenska Kyrkan Statistiek pagina Medlemmar 1972—2008 excel file. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-13. ციტირების თარიღი: 2012-01-17.
  4. Dystra siffror för dop och vigslar
  5. Kyrkans Tidning, May 27, 2010
  6. Svenska kyrkans medlemsutveckling år 1972—2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-27. ციტირების თარიღი: 2012-01-17.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2014-04-20.
  8. http://www.gallup.com/poll/142727/religiosity-highest-world-poorest-nations.aspx