რეი ჩარლზი (Ray Charles, სრული სახელი Ray Charles Robinson) (23 სექტემბერი, 193010 ივნისი, 2004), ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, რომელმაც დასაბამი მისცა რითმ-ენდ-ბლუზის მიმდინარეობას. მან შემოიტანა სოულის ხმოვანება ქანთრიში, პოპ სტანდარტებში. ფრენკ სინატრამ მას უწოდა "ერთადერთი ნამდვილი გენიოსი ამ ბიზნესში", ხოლო ჟურნალმა " Rolling Stone" რეი ჩარლზს სიაში "უკვდავები: ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი" (The Immortals: 100 Greatest Artists of All Time) მე-10 ადგილი მიუჩინა.

რეი ჩარლზი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რეი ჩარლზ რობინსონი
აგრეთვე ცნობილი როგორც ძმა რეი, გენიოსი
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი,1930, ელბანი, ჯორჯია ,აშშ
დაბ. ადგილი Albany, ჯორჯია, აშშ[1] [2] [3] [4]
წარმოშობა გრინვილი, ფლორიდა,
გარდ. თარიღი 10 ივნისი, 2004, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია
გარდ. ადგილი ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, აშშ[5] [2]
დასაფლავებულია Inglewood Park Cemetery[5]
ეროვნება აფრო-ამერიკელები[6]
ჟანრ(ებ)ი R&B, სოული, ბლუზი, პოპი, ჯაზი, ქანთრი, გოსპელი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, ბენდის ხელმძღვანელი
აქტიური 1947–2004
ლეიბლ(ებ)ი Atlantic, ABC, Warner Bros. Records
ხელმოწერა
საიტი raycharles.com
რეი ჩარლზი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ასაკი (1930-1960)

რეი ჩარლზი დაიბადა ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქ ოლბანში. დედა არეტა რობინსონი, მამა ბეილი რობინსონი. რეის ოჯახი იყო ძალიან ღარიბი, როგორც თვითონ ამბობდა ისინი სხვა შავკანიანებს შორისაც კი ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ, ყველას დაბლიდან უყურებდნენ და მათ ქვემოთ მხოლოდ მიწა იყო. როდესაც რეი რამდენიმე თვის იყო მისი ოჯახი გრინვილის დასახლებაში, სამხრეთ ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად. რეის მამა არ თამაშობდა მის ცხოვრებაში დიდ როლს, ხოლო შემდეგ მან საერთოდ დატოვა ოჯახი. როდესაც რეი ხუთი წლის იყო მისი ძმა ქუჩაში მდგარ ტაშტში ჩავარდა, ამის მომსწრე რეი ცდილობდა ძმის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ, ჯორჯი მისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ჯორჯი დაიხრჩო, ხოლო რეი გადატანილი სტრესის გამო თანდათან კარგავდა მხედველობას, ხოლო შვიდი წლის ასაკში საერთოდ დაბრმავდა.დაბრმავების მიზეზი უცნობი დარჩა, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რომ გამომწვევი მიზეზი გლაუკომა იყო.

პირველად მისი მუსიკალური ტალანტი სამი წლის ასაკში გამოვლინდა. მასზე აფთიაქის მეპატრონემ იმოქმედა, რომელიც პიანინოზე უკრავდა. ამ უკანასკნელმა ასწავლა პირველი სამი ნოტი რეის. შემდგომ ჩააბარა უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთათვის განკუთვნილ სკოლაში, სენტ-აუგუსტინეში, შტატი ფლორიდა. აქ რეიმ შიესწავლა ბრაილის ანბანი და რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ესენია _ პიანინო, ორგანი, საქსოფონი, ტრომბონი და კლარნეტი. სკოლაში გამოვლინდა რეის მუსიკალური ტალანტი, იგი მღეოდა ბაპტისტურ გუნდში. 1945 წელს დაეღუპა დედა, ორი წლის შემდეგ კი მამა.

სკოლის დამთავრების შემდეგ რეი მონაწილეობდა ბევრ მუსიკალურ პროექტში, ძირითადად ჯაზის და ქანთრის სტილში. თავის შემოქმედებაში კრებდა ცნობილი ჯაზმენების შთაგონებას, როგორებიცაა _ ქაუნთ ბეისი, არტ თეითუმი და ართი შოუ. პირველი ჯგუფი რომელშიც იგი მოღვაწეობდა ეწოდებოდა The Florida Playboys. 1947 წელს, როდესაც 600 დოლარი მოაგროვა, გაემგზავრა სიეტლში. აქ გიტარისტ გოსადი მაკჰისთან ერთად დააარსა ჯგუფი MacSon Trio (ხშირად Maxim-ს უწოდებდნენ). მალე მათ სიმღერების ჩაწერა დაიწყეს Swingtime Records-თან ერთად. პირველი სამი ჩანაწერი იყო Guitar Blues, Walkin' and Talkin' და Wonderin' and Wonderin'. იგი თანამშრომლობდა ცნობილ R&B შემსრულებელ ლოუელ ფულსონთან და მის ჯგუფთან, აკომპანიას უწევდა პიანინოთი. 1949 წელს გამოვიდა მისი ჰიტი Confession Blues. რეის შემდეგი პოპულარული სიმღერა იყო Baby, Let Me Hold Your Hand (1951). ამის შემდეგ, 1952 წელს გადადის Atlantic records-ში, როცა უკვე მიხვდა რომ Swingtime Records-ში ყოფნით ვერ მიაღწევდა სასურველ შემოქმედებით თავისუფლებას. მან სახელი შეიმოკლა და დაირქვა უბრალოდ რეი ჩარლზი, რადგან ბოქსიორ რეი რობინსონში არ არეოდათ (Ray Sugar Robinson). 1951 წლის 31 ივლისს დაქორწინდა ეილემ უილიამსზე, ერთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. აღსანიშნავია რომ რეის 12 შვილი ჰყავდა და მხოლოდ 3 ოფიციალურად, ცოლებისაგან. 1955 წელს რეი ხელმეორედ დაქორწინდა, დელ ბეატრის რობინსონზე, რომელთანაც ეყოლა ჰოვარდი. მათი ოჯახი 1977 წელს დაინგრა.

1953 წელს გამოვიდა რეის ერთ-ერთი სინგლი Mess Around. ამავე წელს მან არანჟირება და აკომპანირება გაუწია ცნობილ ბლუზმენ გიტარ სლიმს (Guitar Slim), კომპოზიცია The Things That I Used To Do, რომელიც მათ ჩაწერეს, გაიყიდა მილიონზე მეტი ტირაჟით. ასეთივე წარმატებული იყო მისი სინგლი It Should Have Been Me, რომელიც მთლიანად მას ეკუთვნოდა. შემდეგი მწვერვალი რეიმ 1955 წელს დაიპყრო, როდესაც სინგლი I Got a Woman გამოვიდა. ამ უკანასკნელმა სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა R&B ჩარტებში. სწორედ ეს სიმღერა უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი კომპოზიცია სოულის სტილში. ამ დროს რეის რეპერტუარი სანახევროდ გოსპელს წარმოადგენდა ტექსტის მიხედვით, ხოლო ნახევარი ბლუზს. საკუთარი შემოქმედებით ახერხებდა რომ R&B და გოსპელი გამხდარიყო პოპულარული ფართო საზოგადოებისთვის, იზიდავდა ახალ მსმენელებს _ როგორც შავკანიანებს, ასევე თეთრკანიანებს. რეი ერთ-ერთი პირველი იყო იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც ტრადიციულ შავ მუსიკას ავრცელებდა ხალხის მასებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Library of Congress Library of Congress Name Authority File
  3. Ray Charles - Division of Arts and Culture - Florida Department of State
  4. Ray Charles | Kennedy Center
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. BlackPast.org — 2004.