რეზუსი (Macaca mulatta) — ცხვირვიწრო მაიმუნი მაკაკის გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. შეფერილია მომწვანო-მოყვითალოდ. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩათვლით; გვხვდება ჰიმალაებში, ნეპალიდან ჩრდილოეთ ბირმამდე. ბინადრობს ხეზე, თუმცა ხშირად ჩამოდის მიწაზე. კარგად ცურავს და ყვინთავს. ქმნის ხროვას, რომელიც 20-მდე სულისაგან შედგება. მაკეობა 164 დღე გრძელდება, შობს 1 ნაშიერს, რომელსაც დედალი წლამდე კვებავს. რეზუსს იყენებენ როგორც ლაბორატორიულ ცხოველს სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის.

რეზუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ანთრისებრნი
გვარი:  მაკაკი
სახეობა:  რეზუსი
ლათინური სახელი
Macaca mulatta
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 12554

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება