რეზოლიუშენის კუნძული

რეზოლიუშენის კუნძული (მაორ. Tau Moana;[1] ინგლ. Resolution Island) — უდიდესი დაუსახლებელი კუნძული ახალი ზელანდიის საუთლენდის რეგიონის შემადგენლობაში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

რეზოლიუშენის კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Resolution Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 45°40′ ს. გ. 166°40′ ა. გ. / 45.667° ს. გ. 166.667° ა. გ. / -45.667; 166.667
ფართობი 208,6 კმ²
უმაღლესი წერტილი 1069 მ
მთა კლარკი
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

გეოგრაფია რედაქტირება

მისი ფართობია 208,6 კმ²[2] და ითვლება ახალი ზელანდიის სიდიდით მეშვიდე კუნძულად. გამოყოფილია სამხრეთი კუნძულისგან დასკი-საუნდის და ბრეიქსის უბეებით. ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარეობენ კუნძულები იუსლესი და ლონგი.

ფორმით რეზოლიუშენის კუნძული გვაგონებს მართკუთხედს. მხოლოდ დასავლეთ სანაპიროზეა გამოშვერილი, ვიწრო ფაივ-ფინგერსის ნახევარკუნძული. კუნძულის ზედაპირი მთიანია: არის 13 პიკი, რომელთა სიმაღლე აჭარბებს 900 მეტრს. უმაღლესი წერტილი, მთა კლარკი, აღწევს 1069 მეტრს.[3]

ისტორია რედაქტირება

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ბრიტანელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1773 წლის მარტში თავისი მესამე ექსპედიციის დროს. სახელი რეზოლიუშენი კუნძულს დაერქვა ექსპედიციის მთავარი გემის HMS Resolution (1771)-ის პატივსაცემად.[4]

კუნძულზე გარემოს დაცვის პირველი მცდელობები დაიწყო რიჩარდ ჰენრიმ XIX—XX საუკუნეების მიჯნაზე.[5][6] 1891 წელს რეზოლიუშენი გახდა ახალ ზელანდიაში პირველი ბუნების დაცვის ტერიტორია და მსოფლიოში პირველი კუნძულოვანი ნაკრძალი.[5][7]

2004 წელს ახალი ზელანდიის მთავრობამ გამოყო დიდი რაოდენობით თანხა ინტროდუქციული სახეობების (უპირველეს ყოვლისა ყარყუმის) გასანადგურებლად ადგილობრივი ფაუნის ძირძველი სახეობების პოპულაციის შენარჩუნების მიზნით.[8] 2004 წელს კუნძული ნაკრძალად გამოაცხადეს, რისი მცდელობაც ჯერ კიდევ 1900 წელს იყო.

2009 წლის 15 ივლისს, კუნძულზე დაფიქსირდა 7,8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა.[9]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fletcher, H.J. Index of Māori Names: Tarepa to Tawake Moe Tahanga დაარქივებული 2012-12-20 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Retrieved 7 October 2009.
  2. Pete Mc Murtrie, Kerri-Anne Edge, Dave Crouchley and Murray Willans., Resolution Island Operational Plan. Stoat Eradication // New Zealand Department of Conservation, 2008.
  3. Pete Mc Murtrie, Kerri-Anne Edge, Dave Crouchley and Murray Willans., Resolution Island Operational Plan. Stoat Eradication // New Zealand Department of Conservation, 2008.
  4. Isaac Taylor., Names and Their Histories: A Handbook of Historical Geography and Topographical Nomenclature, BiblioBazaar, LLC, 2008, ISBN 0559296673.
  5. 5.0 5.1 Pete Mc Murtrie, Kerri-Anne Edge, Dave Crouchley and Murray Willans., Resolution Island Operational Plan. Stoat Eradication // New Zealand Department of Conservation, 2008.
  6. Biography of Richard Henry – bird conservationist (1845–1929). Museum of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
  7. Stoats cleared from Resolution Island. Wildlife Extra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
  8. Important restoration project for Resolution Island. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
  9. „More than 220 quake claims registered“. Stuff.co.nz. 16 July 2009. ციტირების თარიღი: 5 November 2011.