რევმატიზმი (ბერძ. rheumatismós – გამოდენა, ლორწო, რევმატული ტანჯვა) — ინფექციურ-ალერგიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური ანთებითი დაზიანება, უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. რევმატიზმით უმეტესად ავადდებიან ახალგაზრდები, ამასთან, ქალები 3-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ვაჟები. ძირითადად ვითარდება 7-დან 15 წლამდე პერიოდში.

სხვა ქვეყნებში ტერმინი „რევმატიზმი“ – გამოხატავს ცალკეული რბილი ქსოვილების დაზიანებას, ინფექციას. ვიწრო გაგებით ეს ტერმინი გულისხმობს ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებას, რომელიც ასაკთან ერთად ვითარდება, რაც არც ისე სწორია.

ეტიოლოგია რედაქტირება

  • ინფიცირება და β-ჰემოლიზურ–სტრეპთოკოკურ ჯგუფში A.
  • ინფექციური ანთებითი პროცესები ცხვირ–ხახის არეში (ტონზილიტი, ქრონიკული ფარინგიტი, ქრონიკული ტონზილიტი).
  • ციებ-ცხელება გენეტიკური მიდრეკილების განმსაზღვრელი

პათოგენეზი რედაქტირება

პათოგენეზს უკავშირდება ორი ფაქტორი: ტოქსიკური ეფექტი, ზოგიერთი ფერმენტებისა და სტრეპტოკოკების. რაც მოიცავს კარდიოტოქსიკური ეფექტი. ის წარმოადგენს, გულის ქსოვილში ზოგიერთ სტრეპტოკოკულ–ანტიგენური გავრცელებულ შემადგენლობას.

კლინიკა რედაქტირება

სიმპტომები ჩნდება მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის გადატანიდან 1-2 კვირის შემდეგ. რევმატიზმი გამოიხატება 5 სინდრომად: რევმოკარდიტი (კარდიალური ფორმა) - გულის დაზიანება ანთებითი პროცესებისგან რომელშიც ჩართულია მთელი გარსი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მიოკარდი.

  1. ინტოქსიკაციის სიმპტომები (სისუსტე, დაღლილობა, ოფლიანობა, მადის დაკარგვა);
  2. გულის (მქაჩავი) ტკივილი, მჩხვლეტავი ხასიათის;
  3. სხეულის გაზრდილი ტემპერატურა (სიცხე), ფებრილური ნომრები (> 38);
  4. ზომიერი ჰიპოტენზია;
  5. ტაქიკარდია;
  6. გულის ამოვარდნები;
  7. გულის საზღვრების შეცვლა;
  8. დამატებითი სიმპტომები, მარცხენა პარკუჭის და მარჯვენა პარკუჭის გულის უკმარისობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Частная патология и терапия домашних животных, пер. с нем., т. 2, книга 4, М., 1964.