რევაზ ჯიბუტი (დ. 31 აგვისტო, 1934, ჩოხატაური — გ. 27 მარტი, 1992) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1980). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985), სკკპ-ის წევრი 1976 წლიდან.

ბიოგრაფია რედაქტირება

რევაზ ჯიბუტი დაიბადა ჩოხატაურში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი . 1960-1962 და 1964-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1962-1964 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1980 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტში ბირთვული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში — კათედრის გამგე. იკვლევდა მსუბუქი ბირთვების სტრუქტურასა და ბირთვულ რეაქციებს. მაღალი ენერგიების γ-კვანტებით მსუბუქი ბირთვების ფოტოგახლეჩის თეორიაში შრომათა ციკლისათვის მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1977).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება