რევაზ თავაძე (დ. 3 მარტი, 1937, თბილისი — გ. 16 დეკემბერი, 2020) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).

1960 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საფორტეპიანო). 1962 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ფორტეპიანო, პიანიზმის ისტორია), 1989 წლიდან — პროფესორი, 2009 წლიდან — ემერიტუსი. დააარსა საქართველოს რადიო „მუზა“-ში გადაცემათა ციკლი „საუბრები პიანიზმის ისტორიაზე“ (120 გადაცემა).

ჯილდოები და აღიარება რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. №13. გვ. 155.