რაფაელ გარსია ვალინო

რაფაელ გარსია ვალინო (ესპ. Rafael García Valiño, დ. 1898 – გ. 1975) იყო ესპანეთის არმიის ოფიცერი, ესპანეთის სამოქალაქო ომის მონაწილე.

სამხედრო სასწავლებელში 15 წლის ასაკში შევიდა. 1916 წელს ის უკვე ლეიტენანტი იყო, ამ დროისთვის იგი აფრიკაში იბრძოდა, როგორც მოხალისე. მაროკოში იგი რამდენიმეჯერ დაიჭრა და მაიორის წოდებაც მიიღო.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებისას, იგი საზაფხულო არდადეგებზე იმყოფებოდა ბასკეთის სანაპიროებზე. მან მტრის ხაზები გადაკვეთა, სპეციალურად იმისათვის, რომ პამპლონაში მისულიყო, რათა ნაციონალისტურ არმიებს შეერთებოდა, რომელსაც ემილიო მოლა ხელმძღვანელობდა. იგი სათავეში ჩაუდგა რამდენიმე კარლისტურ შენაერთს.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 1942 წელს იგი არმიის შტატების მეთაურად დაინიშნა. 1947 წელს ის გენერალი გახდა. 1951 წლიდან 1956-მდე იგი უმაღლესი რწმუნებული იყო მაროკოში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება