ეს სტატია როკ–ჯგუფს ეხება. ქალაქის შესახებ იხილეთ რამშტაინ-მიზენბახი.

რამშტაინი (გერმ. Rammstein) — გერმანული ინდუსტრიული მეტალ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ბერლინში დაარსდა. მათი მუსიკა აერთიანებს მეტალის, ინდასტრიალის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს. ჯგუფზე დიდი გავლენა იქონია სლოვენურმა მუსიკალურმა კოლექტივმა Laibach.

რამშტაინი

რამშტაინის გამოსვლა Wacken Open Air 2013-ზე
ბიოგრაფია
წარმოშობა ბერლინი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1994 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები ტილ ლინდემანი
რიხარდ კრუსპე
პაულ ლანდერსი
ოლივერ რიდელი
კრისტოფ შნაიდერი
კრისტიან ლორენცი
საიტი rammstein.de
რამშტაინი ვიკისაწყობში

ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება დასავლეთ გერმანული ქალაქის რამშტაინ-მიზენბახის სახელს, სადაც 1988 წელს ავიაკატასტროფა მოხდა. ჯგუფის სასათაურო სიმღერაც ამ კატასტროფის წლისთავისადმია მიძღვნილი. ასტეროიდ 110393-ს ჯგუფის პატივსაცემად 110393 Rammstein დაარქვეს.

რამშტაინი შეიქმნა 1994 წელს, მისი ყველა ალბომი გამოქვეყნებულია Universal Music Group-ის მიერ, ხოლო ყველა სიმღერა შესრულებულია გერმანულად. ამასთან, არსებობს ზოგიერთი სიმღერის ინგლისური ვარიანტიც. ასეთებია „Engel“ , „Du Hast“ და “Amerika”. სიმღერა „Te quiero puta“ სრულდება ესპანურ ენაზე. ზოგიერთი სიმღერა („Amerika“ , „Stirb nicht vor mir//Don’t die before I do“, „Moskau“, „Pussy“, „Frühling in Paris“ და ა.შ.) შეიცავს არა მხოლოდ გერმანულ სიტყვებს[1]. ხოლო ჯგუფის კონცერტები ცნობილია დიდი რაოდენობის პიროტექნიკის და სასცენო სანახაობების ელემენტებით[2].

ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ალბომით Reise, Reise (2004) კი ჯგუფის წევრები ყველაზე წარმატებული გერმანელი მომღერლები გახდნენ. მთლიანობაში კოლექტივს გამოშვებული აქვს 6 სტუდიური ალბომი.

წევრები რედაქტირება

ქრონოლოგია რედაქტირება

დისკოგრაფია რედაქტირება

ჯგუფის სიმღერები ფილმებში
  • 1997 - Lost Highway “Rammstein”, “Heirate mich”
  • 1997 - Mortal Kombat: Annihilation “Engel”
  • 1999 - Wing Commander “Eifersucht”
  • 1999 - Family Values Tour 1998 “Du hast”, “Bück dich”
  • 2000 - CKY, Vol. 2 “Du hast”
  • 2001 - How High “Du hast”
  • 2002 - Resident Evil “Halleluja”
  • 2002 - xXx “Feuer frei!”
  • 2002 - Lilya 4-ever “Mein Herz brennt (film-remix)”, “Mein Herz brennt”
  • 2002 - FeardotCom “Sonne”
  • 2004 - Resident Evil: Apocalypse “Mein Teil”
  • 2006 - See No Evil “Mein Teil”

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Rammstein. Chaoscontrol.com.
  2. Rammstein winning Best Live Band award. Rammstein.de (21 April 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 25 February 2014.