რაკეშ მოჰანი (ინგლ. Rakesh Mohan ; დ. 14 იანვარი , 1948, სიტაპური, ინდოეთი ) — ინდოელი ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2012-2015 წლებში,ინდოეთის მთავრობის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი 2001-2002 წლებში.

რაკეშ მოჰანი
ინგლ. Rakesh Mohan
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1948(1948-01-14)[1] (76 წლის)
დაბ. ადგილი Sitapur
მოქალაქეობა  ინდოეთი
საქმიანობა ეკონომისტი[2]
ალმა-მატერი პრინსტონის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი და Berkeley College
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[2]

ბიოგრაფია რედაქტირება

რაკეში დაიბადა 1948 წლის 14 იანვარს სიტაპურში, უტარ პრადეში, ინდოეთი, რატიშისა და სატია (ბანსალ) მოჰანების ოჯახში, [3] და დაამთავრა მაიოს კოლეჯი.

1969 წელს გახდა ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხის მფლობელი ელექტრო ინჟინერიაში. 1971 წელს იელის უნივერსიტეტიდან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, ხოლო 1977 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა ეკონომიკაში პრინსტონის უნივერსიტეტიდან.

1976-1980 წლებში მუშაობდა ეკონომისტად ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტში, ხოლო 1983-1986 წლებში — მსოფლიო ბანკის უფროს ეკონომისტად. 1980-1983 წლებში იყო ინდოეთის მთავრობის დაგეგმარების კომიტეტის უფროსი კონსულტანტი, 1988-1996 წლებში — ეკონომიკური მრჩეველი და მრჩეველი ინდოეთის მთავრობის მრეწველობის სამინისტროში 1988-1996 წლებში. 1996-2000 წლებში ეკავა გამოყენებითი ეკონომიკური კვლევების ეროვნული საბჭოს გენერალური დირექტორის პოსტი.

რაკეში ასევე იყო ფინანსური კომპანიის ინფრასტრუქტურის განვითარების ვიცე-თავმჯდომარე 2000 წელს, ინდოეთის მთავრობის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი 2001-2002 წლებში. 2002 წელს — საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კვლევის ინდოეთის საბჭოს დირექტორი, 2002-2004 წლებში კი —ინდოეთის სარეზერვო ბანკის მმართველის მოადგილე. [3]

2004-2005 წლებში ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მდივნად მუშაობდა, 2005-2009 წლებში დაბრუნდა ინდოეთის სარეზერვო ბანკში. დაიწყო პედაგოგიური კარიერა 2009-2010 წლებში სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების ცენტრში, შემდეგ იელის მენეჯმენტის სკოლაში გახდა საერთაშორისო ფინანსური ეკონომიკის პროფესორი და 2010-2012 წლებში ჯექსონის გლობალურ საკითხთა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2010-2012 წლებში იყო McKinsey and Company-ს უფროსი კონსულტანტი, ხოლო 2010 წლიდან Nestlé-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. რაკეშ მოჰანი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2012 წლიდან 2015 წლამდე. [4]

შედიოდა პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველთა საბჭოში, აგრეთვე იყო ინდოეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს და ინდოეთის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წევრი, მთავარი პორტების სატარიფო ორგანოს და ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის საბჭოს წევრი. ასევე — ეკონომიკური ზრდის ინსტიტუტის მმართველთა საბჭოს წევრი, საჯარო ფინანსებისა და პოლიტიკის ეროვნული ინსტიტუტის, , მადრასის ეკონომიკის სკოლის, ეროვნული ურბანული ინსტიტუტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კვლევის ინდოეთის საბჭოს, პოლიტიკის კვლევის ცენტრის, ინდირა განდის განვითარების კვლევის ინსტიტუტის, გამოყენებითი ეკონომიკური კვლევების ეროვნული საბჭოს წევრი.

ოჯახი რედაქტირება

რაკეშ მოჰანი დაქორწინდა რასიკა ხანაზე 1983 წლის 14 ოქტომბერს. წყვილს შეეძინა ორი შვილი — ტარინი მოჰანი და რასეშ მოჰანი. [3]

სქოლიო რედაქტირება

  1. http://id.loc.gov/authorities/names/n79011658.html
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #115831452 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 3.2 .
  4. Subir Gokarn appointed ED at IMF