რაინვალდჰორნი (გერმ. Rheinwaldhorn) — შვეიცარიის კანტონ ტიჩინოს უმაღლესი მწვერვალი, ზღვის დონიდან 3 402 მეტრზე. აღმართულია გრაუბიუნდენისა და ტიჩინოს კანტონების საზღვარზე, ადულის მასივში, რომელიც ლეპონტის ალპებს მიეკუთვნება.

რაინვალდჰორნი
კოორდინატები: 46°29′37″ ჩ. გ. 9°02′24″ ა. გ. / 46.49361° ჩ. გ. 9.04000° ა. გ. / 46.49361; 9.04000
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 3 402 
ქედი ლეპონტის ალპები
პირველი ასვლა 1789
რაინვალდჰორნი — შვეიცარია
რაინვალდჰორნი

ცნობილია მთის რამდენიმე სხვა სახელიც. თოვლიანი მწვერვალების ჯგუფი გადაშლილია რაინის ორ მთავარ განშტოებას შორის.

რაინვალდჰორნი ლეპონტის ალპების აღმოსავლეთ ნაწილისა და ადულის ჯგუფის უმაღლესი მწვერვალია. ამ არეალში, მდინარე რაინისა და პოს აუზებს განსაზღვრული მიმართულება არ გააჩნია.

მთა პირველად 1789 წელს ბენედიქტელმა ბერმა პლაციდუს ა სპეშამ დალაშქრა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: