რადიკალური სამოქალაქო კავშირი

რადიკალური სამოქალაქო კავშირი (ესპ. Unión Cívica Radical) — პოლიტიკური პარტია არგენტინაში, შედის სოციალისტური ინტერნაციონალის შემადგენლობაში. დაარსდა 1891 წელს.

Unión Cívica Radical
რადიკალური სამოქალაქო კავშირი
Unión Cívica Radical რადიკალური სამოქალაქო კავშირი
ხელმძღვანელობა
ლიდერი ერნესტო სანსი
ისტორია
დაფუძნდა 26 ივნისი, 1891
პოზიციები
იდეოლოგია რადიკალიზმი, სოციალ-ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია სოციალისტური ინტერნაციონალი
ფერები წითელი, თეთრი
შტაბ-ბინა ბუენოს-აირესი, არგენტინა

პარტიის რიგებიდან პრეზიდენტები გახდნენ იპოლიტო ირიგოიენი (1916–1922; 1928-1930) და მარსელო ტორკუატო დე ალვეარი (1922–1928). 1930-1958 წწ. პარტია ოპოზიციაშია. 1958-1966 წწ. პარტიის ორი წარმომადგენელი კვლავ პრეზიდენტია: არტურო ფრონდისი (1958–1962) და არტურო უმბერტო ილია (1963–1966). 1966-1983 წწ. პარტია პერონისტებისა და სამხედრო დიქტატურის ოპოზიციაშია. 1983 წელს პარტიის წარმომადგენელი რაულ ალფონსინი აირჩიეს პრეზიდენტად (თანამდებობაზე იყო 1989 წლამდე). პარტიის წარმომადგენელია ასევე ფერნანდო დე ლარუა, რომელიც ქვეყანას სათავეში ედგა 1999–2001 წწ. ამჟამად პარტია ოპოზიციაშია.

არგენტინის დეპუტატთა პალატაში 257 ადგილიდან პარტია ფლობს 42 მანდატს, ხოლო სენატში, 14 მანდატს 72-დან. 24 პროვინციის გუბერნატორიდან 4 რადიკალური სამოქალაქო კავშირის წევრია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

პარტიის ოფიციალური საიტი