რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991

პირველმა, 1987 წლის მაის-ივნისში, ზღვისრეთში გამართულმა საცდელმა მსოფლიო თასმა ისე გაამართლა, რომ ირბ-მა ნოემბერშივე დაადგინა, ტურნირი დაეკანონებინა და ყოველ ოთხ წელში ერთხელ რიგრიგობით ჩაეტარებინა სამხრეთ და ჩრდილო ნახევარსფეროებში. რაკი ჯერი ევროპისა იყო, 1988 წლის მარტში გადაწყდა, რომ 1991 წლის შემოდგომაზე თასის მეორე გათამაშებისთვის ერთბაშად ხუთ ქვეყანას, ანუ იმჟამინდელ "ხუთ ერს" საზიაროდ ემასპინძლა

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1991
ტურნირის დეტალები
ტურნირის ვადები 3 ოქტომბერი - 2 ნოემბერი 1991
ადგილი ინგლისის დროშა ინგლისი
შოტლანდიის დროშა შოტლანდია
უელსის დროშა უელსი
ირლანდიის დროშა ირლანდია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი ავსტრალიის დროშა ავსტრალია
მეორე ადგილი ინგლისის დროშა ინგლისი
მესამე ადგილი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ტურნირის სტატისტიკა
ჩატარებული მატჩები 32
დასწრება 1 007 760  (31 493 თამაშზე)
ბომბარდირი(ები) ირლანდიის დროშა რალფ ქეისი  (68 ქულა)
ყველაზე მეტი ლელო საფრანგეთის დროშა ჟან-ბაპტისტ ლაფონი
ავსტრალიის დროშა დევიდ კემპესი  (6 ლელო)

ორგანიზატორი კენტი რომ იყო, ხოლო პული ლუწი, ირლანდია და შოტლანდია შეამხანაგდნენ და წილისყრით სამეზობლო ჯახის გამართვა სქოთებს ერგოთ. უელსი კი მაშინვე ჯენტლმენურად მოურიგდა ინგლისს, რომ ფინალს სათვიქნემოდ დაუთმობდა, სანაცვლოდ კი 1999 წლის ჩემპიონატში (რომლის ჩატარება ისევ ევროპას უწევდა) კარდიფში გამართავდა საჩემპიონო თამაშს.

ირბ-მა 1987 წლის რვავე მეოთხედფინალისტი მიიწვია, დანარჩენი რვა ვაკანსია კი უკვე წევრად ცნობილ 29 ქვეყანას შესარჩევებში გაათამაშებინა. საბჭოთა კავშირი კვლავ თამაშგარეთ დარჩა, რადგან შესარჩევების დაგეგმვისას ირბ-ს წევრი არ იყო.

რადგან სამხრეთ აფრიკას ჯერაც რომ ყადაღა ედო, პლეი-ოფში ერთბაშად ორი მომცრო (ირიბული გაგებით) ქვეყნის გუნდი გავიდა. 13-კაცა ლიგის მიერ გაძარცვული უელსი, ფრანგი რეფერის შემწეობით, გააბითურა ზელანდიის ფილიალმა სამოამ, კანადამ კი ცალ-ბობოლიან პულში უკან მოიტოვა თავისი კბილანი და საფრანგეთსაც გაუძალიანდა.

სამოა მერე კოკისპირულ წვიმაში მაგრად დაუდგა სათდარიგოებით მოთმაშე ავსტრალიას, ხოლო არგენტინა ხელით თამაშში ძალზე დაიბრიყვა. მერე სამოელებმა მართალია მეოთხედფინალში შოტლანდიასთან დამარცხდნენ, მაგრამ შინ ერი და ბერი გუნდს, მაინც როგორც გმირებს ისე შეეგება.

შეჯიბრის გახსნის მატჩი "ხუთი ერის" სლემით მომგებმა ინგლისმა წააგო ჩემპიონ ზელანდიასთან. ამით პომებს გზა გაურთულდათ, მაგრამ ვილ ქარლინგის ბრიგადამ სტუმრად მაინც მოიგო ორი ომი: ჯერ იყო და პარიზში ძალიან ბინძურ თამაშში სულ ბოლოსღა ძლია საფრანგეთი, ვისმა გურუმაც ნამატჩევს მსაჯზედაც კი გაიწია, მერე კი ,,მერიფილდზე’’ სქოთებს მოუკლა გული.

თასის მშვენება ავსტრალიელი ვოლაბები იყვნენ. ჯონ ილზი, ტიმ ჰორანი და ჯეისონ ლითლი ჯერ კიდევ ნორჩები (მაგრამ უკვე მაგრები)იყვნენ, ნიკ ფარ-ჯოუნზი, მაიკლ ლაინაფი, საიმონ პოიდევინი და დევიდ ქემფიზი კი ისეთ ასაკში იყვნენ რომ რაგბიში სასწავლად აღარა დარჩენოდათ რა.

ტურნირი საერთოდაც ქემფიზის ("კემპოს") ბენეფისად იქცა: ავსტრალიელთა ბეკმა მეოთხედფინალის ბოლოს ლელო კი აჩუქა ირლანდიას, მაგრამ შემდეგსავე შეტევაში, უნაკლოდ გათამაშებულ დამუღამებულ შეტევაში, უკვე შებოჭილმა უპასა ლაინაფს, ვინაც კემპოს ძღვენი შეიშნო და ალამთან დაამიწა ოვალი.

ნახევარფინალში დევიდმა მთლად აიშვა და ,,ოლ ბლექსს’’ სისხლი გაუშრო. ჯერ იყო მთელ "ოლ ბლექსს" ცხვირწინ ჩაუქროლა, მეორე ლელოზე კი ლაინაფის გადაკიდებული აიღო, მეურვე მოატყუა, ორი კივი მიიზიდა და ჰორანს თავს ზემოდან გადაუგდო ოვალი.

ფინალი ისევ ნახევარსფეროთა ჯახი გამოვიდა. ინგლისელებმა თავის პრაგმატულ სტილზე - შერკინებით ჯაგაჯუგზე და აბრაგანებზე ხელი აიღეს და ხელდახელ თამაში სცადეს. ავსტრალიამ 20 წუთიან იერიშებს გაუძლო და ჰორანის გარღვევის შემდეგ ცხრა ქულით დაწინაურდა. ინგლისი მეორე ტაიმშიც მეტს უტევდა, ავსტრალია კი თავს იცავდა. საბოლოოდ მეორე ტაიმში ლელო აღარ გასულა და გუნდებმა მხოლოდ თითო ჯარიმაღა იკმარეს. ეს კი იმას ნიშნავდა რომ ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ირბ ისევ მოგებული დარჩა. მილიონამდე მაყურებელი უშუალოდ ტრიბუნებიდან უცქერდა თამაშებს, ხოლო კიდევ 1,75 მილიონი მსოფლიოს 103 ქვეყანაში ადევნებდა თვალს ტელევიზორს. საერთოდ კი აღმოჩნდა რომ რაგბი ტელე აუდიტორიით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატებს ჩამორჩებოდა.

შედეგები რედაქტირება

ჯგუფი А რედაქტირება

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1.   ახალი ზელანდია 18:12 31:21 46:6 3 0 0 95−39 6
2.   ინგლისი 12:18 36:6 37:9 2 0 1 85−33 4
3.   იტალია 21:31 6:36 30:9 1 0 2 57−76 2
4.   აშშ 6:46 9:37 9:30 0 0 3 24−113 0

ჯგუფი B რედაქტირება

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1.   შოტლანდია 24:15 47:9 51:12 3 0 0 122−36 6
2.   ირლანდია 15:24 32:16 55:11 2 0 1 102−51 4
3.   იაპონია 9:47 16:32 52:8 1 0 2 77−87 2
4.   ზიმბაბვე 12:51 11:55 8:52 0 0 3 31−158 0

ჯგუფი C რედაქტირება

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1.   ავსტრალია 9:3 38:3 32:19 3 0 0 79−25 6
2.   სამოა 3:9 16:13 35:12 2 0 1 54-34 4
3.   უელსი 3:38 13:16 16:7 1 0 2 32−61 2
4.   არგენტინა 19:32 12:35 7:16 0 0 3 38−83 0

ჯგუფი D რედაქტირება

გუნდი 1 2 3 4 განსხ ქულა
1.   საფრანგეთი 19:13 30:3 33:9 3 0 0 82−25 6
2.   კანადა 13:19 19:11 13:3 2 0 1 45−33 4
3.   რუმინეთი 3:30 11:19 17:15 1 0 2 31−64 2
4.   ფიჯი 9:33 3:13 15:17 0 0 3 27−63 0

პლეი-ოფი რედაქტირება

მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                   
       
   შოტლანდია  28
   სამოა  6  
   ინგლისი  9
     შოტლანდია  6  
   ინგლისი  19
   საფრანგეთი  10  
   ავსტრალია  29
     ინგლისი  9
   ახალი ზელანდია  29
   კანადა  13  
   ავსტრალია  16 მატჩი მესამე ადგილისთვის
     ახალი ზელანდია  6  
   ავსტრალია  19    ახალი ზელანდია  13
   ირლანდია  18      შოტლანდია  6


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
 
ავსტრალია
პირველი წოდება
წინამორბედი:
1987
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი
1991
შემდეგი:
1995