ჟუან პედრუ და სილვა პერეირა

ჟუან პედრუ და სილვა პერეირა (დ. 25 თებერვალი, 1984; ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ტრაბზონსფორში“, მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2010-2014 წლებში თამაშობდა პორტუგალიის ეროვნული ნაკრებში.

ჟუან პერეირა
პერეირა 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟუან პედრუ და სილვა პერეირა
დაბადების
თარიღი
25 თებერვალი, 1984 (1984-02-25) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ლისაბონი, პორტუგალია
სიმაღლე 1.72 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტრაბზონსფორი
ნომერი 47
ახალგაზრდული კარიერა
1990–1994 დომინგოს სავიო
1994–2003 ბენფიკა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2005 ბენფიკა B 7 (0)
2003–2006 ბენფიკა 58 (4)
2006   ჟილ ვინსენტე 14 (0)
2006–2007 ჟილ ვინსენტე 25 (1)
2007–2009 ბრაგა 67 (1)
2010–2012 სპორტინგი 61 (3)
2012–2015 ვალენსია 55 (0)
2015 ჰანოვერი 96 5 (0)
2015–2016 სპორტინგი 28 (0)
2017– ტრაბზონსფორი 36 (0)
ეროვნული ნაკრები
2000 პურტუგალია 15 წლ. 7 (1)
2000–2001 პურტუგალია 16 წლ. 7 (0)
2002 პურტუგალია 18 წლ 5 (1)
2002–2003 პურტუგალია 19 წლ 15 (1)
2004–2007 პურტუგალია 21 წლ 28 (1)
2009 პორტუგალია B 1 (0)
2010–2014 პორტუგალია 40 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ევროპის და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ბენფიკა რედაქტირება

ჟუან პერეირამ კარიერა დაიწყო „ბენფიკას“ ახალგაზრდულ გუნდებში. მთავარ კლუბში პირველად გამოჩნდა 2003 წლის 17 აგვისტოს „ბოავიშტასთან“ 0-0 დასრულებულ მატჩში. სადებიუტო სეზონი დაასრულა 25 მატჩით, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.

2005 წელს ის იყო კლუბის საჩემპიონატო განაცხადში, მაგრამ რონალდ კუმანმა ის B გუნდში გადაიყვანა. 2006 წელს ის მიჰყიდეს „ჟილ-ვისენტეს“ ერთწლიანი იჯარის შემდეგ.

ბრაგა რედაქტირება

2007-2008 წლების სეზონში პერეირა გადავიდა „ბრაგაში“. მან დაიწყო თამაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე და ლუიშ ფელიპე გადავიდა სხვა პოზიციაზე.[1]

კლუბში გატარებულ ორ სეზონში მან მოაგროვა 18 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.

სპორტინგი რედაქტირება

2009 წლის 22 დეკემბერს პერეირა გადავიდა ლისაბონის „სპორტინგში“ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[2]

2010-2011 წლების სეზონში პერეირამ კლუბში ითამაშა როგორც ნახევარმცველის, ასევე მცველის პოზიციაზე.

ვალენსია რედაქტირება

2012 წლის 24 მაისს პერეირამ კონტრაქტი გააფორმა ლა ლიგის კლუბ „ვალენსიასთან“. ტრანსფერის ფასმა შეადგინა 3,6 მილიონი ევრო და გაფორმდა 3+1 წლიანი კონტრაქტი.[3] მისი დებიუტი კლუბში შედგა 19 აგვისტოს, „მადრიდის რეალთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც მან სრულად მიიღო მატჩში მონაწილეობა.[4]

ტიტულები რედაქტირება

ბენფიკა
ბრაგა
სპორტინგი

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

პერეირა ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2010 წლის ოქტომბერში. მისი დებიუტი შედგა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დანიასთან. 2014 წელს პერეირამ დაასრულა სანაკრებო კარიერა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Benfica brings in Braga fullback; UEFA.com, 2 აგვისტო, 2007
  2. El Valencia confirma el fichaje de Joao Pereira (Valencia confirms Joao Pereira signing); Marca, 24 May 2012 (ესპანური)
  3. El Valencia confirma el fichaje de Joao Pereira (Valencia confirms Joao Pereira signing); Marca, 24 May 2012 (ესპანური)
  4. „Real held by Valencia in season opener“. ESPN Soccernet. 19 August 2012. ციტირების თარიღი: 20 August 2012.