ჟიულ ჟილიერონი

შვეიცარიელი ენათმეცნიერი

ჟიულ ჟილიერონი (ფრანგ. Jules Gilliéron; დ. 21 დეკემბერი 1854, ნევილი — გ. 26 აპრილი 1926, შერნელცი) — შვეიცარიელი ენათმეცნიერი; ლინგვისტური გეოგრაფიის ფუძემდებელი და ლინგვისტური გეოგრაფიის სკოლის მამამთავარი. უმაღლესი ცოდნის სკოლის პროფესორი (1876—1926).

ჟიულ ჟილიერონი
ფრანგ. Jules Gilliéron
დაბ. თარიღი 21 დეკემბერი, 1854(1854-12-21)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ლა-ნევილი[1]
გარდ. თარიღი 26 აპრილი, 1926(1926-04-26)[5] [2] [4] (71 წლის)
გარდ. ადგილი ლიგერცი
მოქალაქეობა საფრანგეთი
 შვეიცარია
საქმიანობა ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, პროფესორი და რომანისტი
მუშაობის ადგილი მაღალი კვლევების პრაქტიკული სკოლა
განთქმული მოსწავლეები Charles Bruneau
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[3]

1875 წელს ჟილიერონმა დაამთავრა ნევშატელის აკადემია, მოგვიანებით სწავლობდა ბაზელსა და პარიზში. ავტორია შორმებისა დიალექტოლოგიასა და ლინგვისტურ გეოგრაფიაში. ედმონდ ედმონთან ერთად შეადგინა „საფრანგეთის ლინგვისტური ატლასი“ (1900-1912; 35 ტაბულა). ამასთანავე იგი არის საფრანგეთის დიალექტოლოგიის საზოგადოების ფუძემდებელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება