ჟეოდა (ფრანგ. géode; ძვ. ბერძნ. γεοειδής ან γεώδης — „მიწისმაგვარი“) — ქანში არსებული დიდი ბუნებრივი სიცარიელე, ეგრეთ წოდებული სეკრეცია, რომელიც ნაწილობრივ ამოვსებულია მინერალთა ფარული ან აშკარად კრისტალური აგრეგატებით. ჟეოდის ფორმა იზომეტრიულია, მრგვალი. ხშირად ჟეოდაში მინერალური ნივთიერება ფენებად არის დალექილი და ქმნის ზონური აგებულების აგრეგატს. ჟეოდის სიდიდე 1 მ-მდე და მეტიცაა.

ჟეოდა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება