ჟდანიცეს ტყე (ჩეხ. Ždánický les) — ქედი და ტყე ჩეხეთში. გეოლოგიურად მიეკუთვნება ცენტრალური მორავიის კარპატებს.

ოლგის პარტიზანული დანაყოფისასდმი მიძღვნილი მონუმენტი

ტყის ფართობი 470 კმ²-ია. უმაღლესი წერტილის სლეპიცე, ზღვის დონიდან 438 მეტრი. ჟდანიცეს ტყის ბუნების პარკი 1996 წელს შეიქმნა და ის 68 კმ²-ს მოიცავს, მოქცეულია ტყის შიდა მხარეს.

პატარა ქალაქ ბრანკოვიცედან სოფელ ზდოუნკუსკენ მიმავალ საფეხმავლო გზაზე აღმართულია ოლგის პარტიზანული დანაყოფისასდმი მიძღვნილი მონუმენტი. ეს დანაყოფი ამ ტყეში იყო დაბანაკებული და 1940-იან წლებში ნაცისტურ ოკუპაციას ეწინააღმდეგებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: