ჟამბილის ოლქი (ყაზახ. Жамбыл облысы) ყოფ. ჯამბულის ოლქიოლქი სამხრეთ ყაზახეთში. დაარსდა 1939 წლის 14 ოქტომბერს სამხრეთ ყაზახეთის ოლქის გაყოფის შედეგად. 1993 წლის 4 მაისს უწოდეს დღევანდელი სახელი. ოლქს სახელი ეწოდება ყაზახი საბჭოთა პოეტის, მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატის ჟამბილ ჟაბაევის (1846-1945 წწ.) პატივსაცემად. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ტარაზი (ჯამბული, ჟამბილი).

ოლქი
ჟამბილის ოლქი
Жамбыл облысы
გერბი

ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ადმ. ცენტრი ტარაზი
კოორდინატები 44°00′00″ ჩ. გ. 72°00′00″ ა. გ. / 44.00000° ჩ. გ. 72.00000° ა. გ. / 44.00000; 72.00000
მმართველი Karim Kokrekbayev
დაარსდა 1939
ფართობი 144 264 კმ²
მოსახლეობა 1 071 645 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 7,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+06:00
სატელეფონო კოდი +7 (726)
საფოსტო ინდექსი 080000
საავტომობილო კოდი H და 08
ოფიციალური საიტი zhambyl.kz

დასავლეთიდან ესაზღვრება სამხრეთ ყაზახეთის ოლქი, ჩრდილოეთიდან — ყარაღანდის ოლქი, აღმოსავლეთიდან — ალმათის ოლქი, ხოლო სამხრეთიდან — ყირგიზეთი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება