ჟაკ ბეკერი (ფრანგ. Jacques Becker; დ. 15 სექტემბერი, 1906, პარიზი — გ. 21 თებერვალი, 1960, იქვე) — ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი.

ჟაკ ბეკერი
დაბადების სახელი ჟაკ ბეკერი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი 1906
პარიზი
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი 1960
პარიზი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1935–1960

ბიოგრაფია რედაქტირება

ჟაკ ბეკერი 1932 წლიდან მუშაობდა ჟან რენუარის ასისტენტად. მისი პირველი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ფილმია „უკანასკნელი კოზირი“ (1942). ბეკერის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. გამოირჩევა დაოკებული ემოციით, ხასიათების წვდომით. დაქორწინებული იყო ფრანსუაზა ფაბიანზე, რომელიც თავის დროზე ცნობილი მსახიობი იყო. მათი შვილი ჟან ბეკერი (დ. 1938), აგრეთვე დღეისათვის ცნობილი ფრანგი კინორეჟისორია.

ჟაკ ბეკერს გადაღებული აქვს 20-მდე კინოფილმი. მოღვაწეობდა ასევე როგორც სცენარისტი და მსახიობი. დგავდა დრამას, კომედიასა და კრიმანულურ კინოფილმებს. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ანტუანი და ანტუანეტი“ (1947), „ედუარდი და კაროლინა“ (1951) და „ხვრელი“ (1960).

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Жак Беккер, Высказывания, фильмы, [М., 1969].