პულკოვოს ობსერვატორია

კოორდინატები: 59°46′18″ ჩ. გ. 30°19′33″ ა. გ. / 59.7718111° ჩ. გ. 30.3260472° ა. გ. / 59.7718111; 30.3260472

პულკოვოს ობსერვატორია (რუს. Пулковская обсерватория, სრული სახელი — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ასტრონომიური ობსერვატორია) — რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ობსერვატორია, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგიდან სამხრეთით 19 კილომეტრში, პულკოვოს მაღლობზე, ზღვის დონიდან 75 მეტრზე. დაარსდა 1839 წლის 7 (19) აგვისტოს.

ობსერვატორიის მთავარი შენობა

ობსერვატორიის საქმიანობა მოიცავს თანამედროვე ასტრონომიის ფუნდამენტური კვლევების, თითქმის ყველა მიმართულებას: ცის მექანიკას, ვარსკვლავთა დინამიკას, ასტრომეტრიას (სამყაროს გეომეტრიული და კინემატიკური თვისებებზე დაკვირვება, შესწავლა), მზეზე დაკვირვება, მზესა და დედამიწას შორის კავშირი, ვარსკვლავთა ფიზიკა და ევოლუცია, სხვადასხვა დასაკვირვებელი მიმართულებები და სხვა. ობსერვატორიას აქვს ორი დასაკვირვებელი სადგური: კისლოვოდის სამთო ასტრონომიული სადგური და კამპო-იმპერატორეს სადგური.

1990 წლიდან პულკოვოს ობსერვატორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია (მიეკუთვნება სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრსა და მასთან დაკავშირებულ ძეგლებს)[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540-008
ინგლ.რუს.ფრ.