პუკარა-დე-ტილკარაინკებამდელი ციხესიმაგრე ანუ პუკარა არგენტინაში. მდებარეობს ქალაქ ტილკარის შემოგარენში, ხუხუის პროვინციაში. მისი აგებისას, ეს სტარტეგიული ადგილი სპეციალურად იქნა არჩეული კებრადა-დე-უმაუაკის ხეობის დასაცავად.

პუკარა-დე-ტილკარის ნანგრევები
პუკარა-დე-ტილკარა

2000 წელს, პუკარა-დე-ტილკარა არგენტინის ეროვნულ მონუმენტად გამოცხადდა. იგი ერთადერთია კებრადა-დე-უმაუაკის ხეობის არქეოლოგიურ ძეგლებს შორის, რომელიც მნახველთათვის ღიაა.

ისტორია რედაქტირება

ადამიანის დასახლების კვალი ამ ტერიტორიაზე 10,000 წელზე მეტი ხნისაა. ციხესიმაგრე XII საუკუნეში აქ მოსახლე ომაგუაკას ხალხმა ააგო.[1] ეს ხალხი ძირითადად სოფლის მეურნეობას, ქსოვას და კერამიკის წარმოებას მისდევდა. მათ დროს ციხესიმაგრე ადმინისტრაციული და სამხედრო ცენტრის ფუნქციებს ითავსებდა. გათხრების შედეგად, მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ცხოველთა ძვლები, რელიგიურ-სარიტუალო ადგილები და ადამიანთა სამარხები.

ციხესიმაგრე 1908 წელს ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის პროფესორმა და მისმა სტუდენტმა აღმოაჩინეს. სამი წლის მუშაობის განმავლობაში მათ აქ 3,000 არტეფაქტი აღმოაჩინეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

შენიშვნა რედაქტირება

  1. სახელწოდება „ომაგუაკა“ მომდინარეობს კეჩუას ენიდან და შესაძლოა ნიშნავდეს „ტყავით შემოსილ ხალხთა ადგილს“