პუკალიპა (კეჩ. პუკა ალპა, „წითელი მიწა") — ქალაქი აღმოსავლეთ პერუში მდინარე უკაიალის (ამაზონის მთავარი შენაკადი) ნაპირებზე. იგი არის უკაიალის რეგიონის, კორონელ-პორტილიოს პროვინციისა და კალერიას რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
პუკალიპა
Pucallpa

პუკალიპა პლასა და სან მარტინის შადრევანი
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი უკაიალი
კოორდინატები 8°23′00″ ს. გ. 74°33′00″ დ. გ. / 8.38333° ს. გ. 74.55000° დ. გ. / -8.38333; -74.55000
დაარსდა 1840
ფართობი 29 კმ²
ცენტრის სიმაღლე 154±1 მეტრი
მოსახლეობა 204,772 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 061
ოფიციალური საიტი http://www.pucallpa.com
პუკალიპა — პერუ
პუკალიპა

ისტორია რედაქტირება

პუკალიპა დაარსდა 1840 წელს ფრანცისკელი მისიონერების მიერ, რომლებმაც ამ ადგილზე შიპიბო–კონიბოს ეთნიკური ჯგუფის რამდენიმე ოჯახი დაასახლა. ათეული წლების განმავლობაში პუკალიპა პატარა დასახლებად რჩებოდა, რადგან იგი დანარჩენი ქვეყნისგან ამაზონის ტროპიკული ტყით და ანდების მთაგრეხილით იყო გამოყოფილი. 1880 წლიდან 1920 წლამდე დაიწყო სარკინიგზო გზის გაყვანა, რომელსაც პუკალიპა ფეროკარილის ცენტრალური ანდინოს გავლით ქვეყნის დანარჩენი ნაწილისთვის უნდა დაეკავშირებინა, მაგრამ პროექტი რამდენიმეჯერ ჩავარდა და საბოლოოდ სრულიად შეჩერდა. პუკალიპას იზოლაციას ბოლო 1945 წელს მოეღო, როდესაც ტინგო მარიას გავლით პუკალიპა ლიმას დიდი მაგისტრალით დაუკავშირეს. მაგისტრალმა პუკალიპაში სწრაფი ეკონომიკური აყვავება და კომერციალიზაცია გამოიწვია. თუმცა, ამაზონის ტყეების თავსხმა წვიმები კვლავ პრობლემად რჩება და შესაძლოა წვიმების გამო გზის ნაწილიც კი ჩამოიჭრას.

ტრანსპორტი რედაქტირება

 
სასწრაფო დახმარების სერვისი პუკალიპაში

პუკალიპას საჰაერო მიმოსვლას Captain Rolden International Airport უზრუნველყოფს, ხოლო საზღვაო მიმოსვლას მისი პორტი პუკალიპიო, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. მაღალი ნალექების სეზონზე პუკალიპას საზღვაო კომუნიკაციაში, წყალზე მოტივტივე პორტები Puerto Italia და La Hoyada ეხმარება. პუკალიპა ლიმას ქალაქ უანუკოსა და სერო-და-პასკოს გავლით უკავშირდება.