პტერანოდონი (ლათ. Pteranodon) — ამომწყდარი გიგანტური მფრინავი ქვეწარმავლები პტეროდაქტილისნაირთა რიგისა. მათი ფრთბის შლილი 7,5 მ აღწევდა. ჰქონდათ დიდი (1 მ) თავი, დაახლოებით ტანისა და უკან გაჭიმული ფეხების საერთო სიგრძის ტოლი. ქალას ზედა მხარეზე განვითარებული იყო გრძელი ქედი, ყბები ქმნიდნენ წვეტიან უკბილო ნისკარტს. ზომიერად გრძელი კისერი ჰქონდათ. წინა კიდურები ღონიერ და გრძელ ფრთებად იყო ქცეული. ცნობილი არიან აშშ-ის (კანზასი, ორეგონი) ზედაცარცული ნალექებიდან.

პტერანოდონი

ლიტერატურა რედაქტირება

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 223-224, თბ., 1984