პროტოპტერუსი (ლათ. Protopterus) — თევზების გვარი ორგვარადმსუნთქავთა ქვეკლასისა. გვარში 4 (ზოგი მონაცემებით 3) სახეობაა, მათ შორის ტანად ყველაზე დიდია (2-მდე) დიდი პროტოპტერუსი, ანუ მამბა (Protopterus aethiopicus) და მურა პროტოპტერუსი (Protopterusannectens). ბინადრობენ ტროფიკულ აფრიკის მტკნარ წყალში. მათი სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით, აქვთ ზონარისებრი ფარფლები. იკვებებიან თევზითა და დიდტანიანი უხერხემლოებით. წყალსატევის ამოშრობისას ეფლობიან გრუნტში და ირინდებიან. ამ დროს სუნთქავენ ატმოსფერული ჰაერით და 5-9 თვეს უწყლოდ ძლებენ.

პროტოპტერუსი
Protopterus annectens
Protopterus annectens
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძვლიანი თევზები
ქვეკლასი:  ორგვარადმსუნთქავნი
გვარი:  პროტოპტერუსი
ლათინური სახელი
Protopterus

ლიტერატურა რედაქტირება