პროტეუსებრნი (ლათ. Proteidae) — კუდიან ამფიბიათა ოჯახი. აქვთ წაგრძელებული სხეული, სუსტი კიდურები, გარეთა ლაყუჩები, კანქვეშ ჩამალული თვალები, უპიგმენტო კანი. ოჯახში 2 გვარია: ევროპული პროტეუსი (Proteus) და ამერიკული პროტეუსი (Necturus).

პროტეუსებრნი
Proteus anguinus
Proteus anguinus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  კუდიანი ამფიბიები
ოჯახი:  პროტეუსებრნი
ლათინური სახელი
Proteidae

ევროპული პროტეუსი მოიცავს მხოლოდ ერთ სახეობას (Proteus anguinus), რომლის სხეულის სიგრძეა 28 სმ, წინა კიდურებზე 3 თითი აქვს, უკანაზე — 2. გავრცელებულია იუგოსლავიის კარსტულ მღვიმეებში, სინათლეს შეიგრძნობს მთელი კანით. იკვებება უხერხემლოებით ცოცხლადმშობია.

ამერიკული პროტეუსის გვარი მოიცავს 5 სახეობას, აქვს ძალზე პატარა თვალები, პიგმენტიანი კანი, 4-4 თითი ორსავე კიდურზე; ყველაზე მეტად ცნობილია Necturus maculosus, რომლის სიგრძეა 36 სმ, გავრცელებულია აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილსა და სამხრეთ კანადაში. ცხოვრობს მტკნარ წყალსატევებში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ., 8, გვ. 210-211, თბ., 1984