პროტაგონისტი (ბერძნ. πρωταγωνιστής, პროტაგონისტის „მთავარი“ ან „პირველი მოქმედი პირი/პერსონაჟი“, შედგება πρώτος, პროტოს „პირველი“ და άγω, აგო „ვაკეთებ, ვამოძრავებ“) წარმოადგენს ბერნულ ტრაგედიაში პირველ მოქმედ პირს (არსებობს აგრეთვე დეუტერაგონისტი და ტრიტაგონისტი, ანუ მეორე და მესამე მთავარი პერსონაჟი).

დღესდღეობით „პროტაგონისტი“ აღნიშნავს ლიტერატურასა და კინოში მთავარ პერსონაჟს - რომანის, მოთხრობის ან სხვა ლიტერატურული ან სინემატოგრაფიული ნაწარმოების მთავარ გმირს.

პროტაგონისტის მოწინააღმდეგეს ნაწარმოებში ანტაგონისტი (ბერძნ. ανταγωνιστής, ანტაგონისტის) ეწოდება.