პროჟექტორის ეფექტი

პროჟექტორის ეფექტი — ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი უფრო მეტად არიან სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში, ვიდრე სინამდვილეში არიან. ამ ეფექტს საფუძვლად უდევს ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილება დაივიწყოს, რომ სხვა ადამიანების სამყაროს ცენტრი არ არის, თუმცა საკუთარი სამყაროს ცენტრი არის. ეს მიდრეკილება განსაკუთრებით იჩენს თავს, როდესაც ადამიანი რაღაც ატიპურს აკეთებს.[1]

ემპირიულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მსგავსი გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარი გავლენის შესახებ სხვა ადამიანებზე ფართოდ არის გავრცელებული. სოციალური ფსიქოლოგიის ბევრი წარმომადგენელი ურჩევს ხალხს, რომ მხედველობაში იქონიონ პროჟექტორის ეფექტი და შეამცირონ ამ ფენომენის გავლენა მათ წარმოდგენაზე იმის შესახებ, თუ რამდენად არიან ისინი სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში.[2]

ისტორია რედაქტირება

ცნება „პროჟექტორის ეფექტი“ თომას გილოვიჩმა და კენეტ სავიცკიმ შემოიღეს.[3] ეს ფენომენი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „თანამედროვე მიმართულებები ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში“ 1999 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ამ ეფექტის ცნების სახით ფორმულირების პირველი შემთხვევა, ეს არ იყო მისი აღწერის პირველი შემთხვევა. 1999 წლამდე სხვა კვლევებიც იყო ჩატარებული, რომლებშიც ნაკვლევი იყო პროჟექტორის ეფექტის მსგავსი ფენომენი. სავიცკისთან მუშაობამდე, თომას გილოვიჩი მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ამ ფენომენს და სხვადასხვა კვლევით ნაშრომებში აქვს აღწერილი. სავიცკისთან თანამშრომლობით დაწერილ კვლევაში მან გააერთიანა სხვადასხვა ეფექტი -რომლებსაც მანამდე იკვლევდა- პროჟექტორის ეფექტის აღწერისთვის.[3] გილოვიჩი არ იყო ერთადერთი, რომელმაც შეამჩნია ეს ეფექტი. დევიდ კენიმ და ბელა დეპულომ ჩაატარეს კვლევა, რომ დაედგინათ იციან თუ არა ადამიანებმა, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვები. კენისა და დეპულოს აზრით, იმის შეფასებისას, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე, ადამიანები დაეყრდნობიან საკუთარ თვითაღქმას, ვიდრე სხვა უკუკავშირს. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების შეხედულებები, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე ცვალებადია იმასთან შედარებით, თუ რეალურად რას ფიქრობენ მათზე.[4]

კავშირი სხვა ფსიქოლოგიურ ცნებებთან რედაქტირება

პროჟექტორის ეფექტი, ასე ვთქვათ, შედგება რამდენიმე ფსიქოლოგიური ფენომენისგან. ერთ-ერთი მასეთი ფენომენია ღუზის ეფექტი, რომლის თანახმად ადამიანები იყენებენ თავიანთ შინაგან შფოთვის გრძნობებსა და თანმხლებ წარმოდგენებს საკუთარ თავზე როგორც ღუზას. ამას პლუს, არა ადეკვატური წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად კარგად ხედავენ სხვა ადამიანები ამ გრძნობებს. შედეგად, ადამიანს გადაჭარბებული წარმოდგენა ექმნება იმაზე, თუ რამდენად თვალსაჩინოა სხვებისთვის მისი შფოთვა. კლარკი და უელსი (1995) ვარაუდობენ, რომ სოციალური ფობიების მქონე ადამიანები შედიან სოციალურ სიტუაციებში საკუთარ მე-ზე გაზვიადებულად ფოკუსირებულ მდგომარეობაში. ეს, საკუთარ თავზე ფოკუსირებულობის მდგომარეობა, ხელს უშლის ადამიანებს გვერდზე გადადონ სხვების და პირადი ცოდნა საკუთარ თავზე და ყურადღება მიაპყრონ ამოცანას.[5]

კიდევ ერთი ფენომენი დაკავშირებული პროჟექტორის ეფექტთან არის ცრუ კონსენსუსის ეფექტი. ცრუ-კონსენსუსის ეფექტი იჩენს თავს, როდესაც ადამიანს გაზვიადებული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რამდენად იზიარებენ სხვა ადამიანები მის შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და ქცევებს. შედეგად, ადამიანი მიდის ცრუ დასკვნამდე, რომელიც თავის მხრივ ზრდის მის თავმოყვარეობას. ცრუ-კონსენსუსის ეფექტი არის ცრუ უნიკალურობის ეფექტის საწინააღმდეგო თეორია. ეს (მეორე) ეფექტი არის მიდრეკილება სათანადოდ არ შეაფასო, თუ რამდენად იზიარებენ სხვები იმავე დადებით დამოკიდებულებებსა და ქცევებს. პირველი და მორე ეფექტიც შეიძლება მივუსადაგოთ პროჟექტორის ეფექტს.[5]

მიკერძოება მე-როგორც-სამიზნე არის კიდევ ერთი ფენომენი მჭიდროდ დაკავშირებული პროჟექტორის ეფექტთან. ეს კონცეფციაში აღწერს ფენომენს, რომლის დროსაც ადამიანი მიიჩნევს, რომ მოვლენები უფრო მეტად (არაპროპორციულად) არის მასზე მიმართული. მაგალითად, თუ მოსწავლეს დავალება ჰქონდა გასაკეთებელი და სათანადოდ არ მოემზადა, მან შეიძლება შიშმა მოიცვას და იფიქროს – მასწავლებელმა იცის, რომ არ მოვემზადე და გამომკითხავს.[6][7]

პროჟექტორის ეფექტთან დაკავშირებულია გამჭვირვალობის ილუზიაც (ასევე ცნობილი როგორც დამკვირვებლის გამჭვირვალობის ილუზია), რაც არის ადამიანის მიდრეკილება გააზვიადოს იმის ხარისხი, თუ რამდენად თვალსაჩინოა მათი პირადი ფსიქიკური მდგომარეობა სხვებისთვის. გამჭვირვალობის ილუზიის კიდევ ერთი გამოვლინება არის ადამიანის მიდრეკილება გადააფასოს თავისი შესაძლებლობები, თუ რამდენად კარგად ესმის სხვების ფსიქიკური მდგომარეობა. ეს კოგნიტური მიკერძოება ასიმეტრიული გამჭრიახობის ილუზიას ჰგავს, რომელიც გულისხმობს, რომ ინდივიდს ჰგონია მან მეტი იციან სხვების შესახებ, ვიდრე სხვებმა მის შესახებ.[5]

კვლევა რედაქტირება

პროჟექტორის ეფექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქოლოგიისა და საზოგადოების სხვადასხვა ასპექტში. ამ ფენომენის კვლევის პიონერები არია: თომას გილოვიჩი, კენეტ სავიცკი, ვიქტორია მედვეკი და თომას კრუგერი. მათი კვლევები ფოკუსირებულია გადაწყვეტილების მიღებაზე სოციალურ კონტექსტში, ინდივიდების წვლილის გამოჩენილობაზე, ინდივიდების ქმედებებსა და ინდივიდების რწმენაზე იმის შესახებ თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვები.

გადაწყვეტილების მიღება სოციალურ კონტექსტში რედაქტირება

სოციალურ კონტექსტში გადაწყვეტილების მიღებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სირცხვილის განცდა, იმდენად რომ პროჟექტორის ეფექტი იჩენს თავს. გილოვიჩის, კრუგერისა და მედვეკის კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეულ სიტუაციებში, რომელშიც შესამჩნევი სირცხვილის გამომწვევი ობიექტებია მოცემული (მაგალითად სამარცხვინო მაისური) იზრდება ინდივიდის მიერ პროჟექტორის ეფექტის განცდა. ის თუ როგორ არის მოცემული ასეთი სიტუაციები გავლენას ახდენს პროჟექტორის ეფექტის სიმძლავრეზე. თუ მყისიერია, პროჟექტორის ეფექტის გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე მნიშვნელოვნად იზრდება. თუმცა, თუ დროში არის გაშლილი პროჟექტორის ეფექტის ინტენსივობა კლებულობს.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Denton-Mendoza, R. (2012, June 05). The spotlight effect.
  2. Gordon, A. M. (2013, November 21). Have you fallen prey to the "spotlight effect"?
  3. 3.0 3.1 3.2 Gilovich, T., Medvec, V. H., & Savitsky, K. (2000). The spotlight effect in social judgment: An egocentric bias in estimates of the salience of one's own actions and appearance. Journal of Personality and Social Psychology, 78(02), 211–222
  4. Kenny, D. A., & DePaulo, B. M. (1993). Do people know how others view them? An empirical and theoretical account. Psychological Bulletin, 114(1), 145-161.
  5. 5.0 5.1 5.2 Sanderson, C. A. (2010). Social Psychology. United States of America: John Wiley & Sons, Inc.
  6. The Life of Jessie: Roll. R. (1969, June 25)
  7. McConnell, A. (2009, June 25). Did everyone see me do that?