პროკოპი კესარიელი

პროკოპი კესარიელი (ლათ. Procopius Caesarensis, ბერძ. Προκόπιος ὁ Καισαρεύς; დ. დაახლ. 507 — გ. 562 წლის შემდეგ) — ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი, იუსტინიანე I-ის კარის ისტორიკოსი, იურისტი და დიპლომატი.

ცხოვრება და მოღვაწეობა რედაქტირება

წარმოშობით ებრაელი, პალესტინის ქალაქ კესარეიდან, წარჩინებული და შეძლებული ოჯახიშვილი, მიიღო ბრწყინვალე განათლება. მალე დაწინაურდა სასახლის კარზე და 527 წლის შემდეგ იუსტინიანე I-ის სარდალ ველისარიუსს ახლდა როგორც მისი პირადი მდივანი ჩრდილოეთ აფრიკის, იტალიისა და სპარსეთის ლაშქრობებში. პროკოპი კესარიელის მთავარი ნაშრომია „იუსტინიანეს ომების ისტორია“ 8 წიგნად, რომელშიც აღწერილია ბიზანტიელთა ომები ვანდალებთან, გუთებთან და სპარსელებთან, აგრეთვე VI საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოვლენები. პროკოპი კესარიელი აგრეთვე ავტორია პანეგირიკისა „აღმშენებლობათა შესახებ“, რომელიც მოგვითხრობს იუსტინიანე I-ის საამშენებლო საქმიანობაზე მთელი იმპერიის ფარგლებში.

მოგვიანებით დადგინდა რომ პროკოპი კესარიელს ეკუთვნის „საიდუმლო ისტორია“ ფარულად დაწერილი თხზულება, რომელშიც იუსტინიანესა და დედოფალ თეოდორას მძაფრი კრიტიკაა მოცემული, აგრეთვე აღწერილია მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. პროკოპი კესარიელმა ყველაზე უხვი და უმნიშვნელოვანესი ცნობები დაგვიტოვა საქართველოს შესახებ.

ლიტერატურა რედაქტირება