პროვანსი (პროვანსალი/ოქსიტანური: Provença შუასაუკუნეებში ან Prouvènço თანამედროვე მისტრალიურ ან პროვანსალის დიალექტეზე) — ყოფილი რომაული პროვინცია, ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის რეგიონი, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის პირას, იტალიის საზღვართან, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის ადმინისტრაციული რეგიონის ნაწილი.

პროვანსის გერბი

ისტორია რედაქტირება

პროვანსის ტერიტორიაზე ძვ. წ. VI საუკუნეში დაარსდა საბერძნეთის კოლონიები. ძვ. წ. II საუკუნეში დაიპყრეს რომაელებმა, სადაც შექმნეს თავიანთი „პროვინცია“ (აქედანაა სახელწოდება). ფრანგთა იმპერიის დაყოფის შემდეგ (843 წ.) პროვანცი ლოტარს ერგო. 1481 წელს შეუერთდა საფრანგეთს. XVI საუკუნეში რელიგიური ომების დროს იყო ჰუგენოტთა ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი (გარდა ქალაქ მარსელისა). საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ დაიყო დეპარტამენტებთად. ჰქონდა საკუთარი პროვანსული ენა.

ლიტერატურა რედაქტირება