პრიტჩარდია (Pritchardia) — მარაოფოთლებიანი პალმების გვარი. 37-მდე სახეობა გვხვდება ჰავაის, ფიჯის, ტუამოტუს კუნძულებზე. 10 მ-მდე სიმაღლის ღერო აქვს.

პრიტჩარდია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
გვარი:  პრიტჩარდია
ლათინური სახელი
Pritchardia

იზრდება ტენიან ტროპიკულ ტყეებში, ზოგიერთი — მთებში — 300-1500 მ სიმაღლეზე. Pritchardia pacifica-ს ფოთლებისაგან წნავენ ქუდებს, კალათებს, აკეთებენ მარაოს.

ლიტერატურა რედაქტირება